დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №8 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016275 |
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №8 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/08/2014; 010260010.35.148.016205) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითრების სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური/ინფრასტრუქტურული განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს: ბ.ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; ბ.ბ) მე-3 მუხლის „ჰ.ბ“, „ჰ.გ.“, „ჰ.დ“, „ჰ.ე“ და „ჰ.ვ“ ქვეპუნქტები; ბ.გ) მე-9 მუხლი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 20 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები