„მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის შემოღების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №05 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 13/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 07/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016013
05
13/07/2015
ვებგვერდი, 14/07/2015
290160000.60.072.016013
„მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის შემოღების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №05 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №05

2015 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

„მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის შემოღების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №05 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის შემოღების თაობაზე“ 2013 წლის 24 დეკემბრის №05 ბრძანების მე-7 პუნქტში შეტანილ იქნეს  ცვლილება და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მზღვეველს, რომელიც წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დროისათვის და შემდგომში – საქმიანობის ნებისმიერი მომენტისთვის ვერ უზრუნველყოფს მასში მითითებული შეზღუდვების დაცვას, ეკრძალება ამ სახეობაში ახალი ვალდებულებების აღება ზემოაღნიშნული გარემოების აღმოფხვრამდე. ამასთან, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის იმ პოლისებზე/გარანტიებზე, რომლებიც 100%-ით იქნება გადაზღვეული ამ ბრძანების მე-4 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნების შესაბამის გადამზღვეველთან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი