„ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 346
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018727
346
10/07/2015
ვებგვერდი, 14/07/2015
300160070.10.003.018727
„ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №346

2015 წლის 10 ივლისი

ქ.თბილისი

,,ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160070.10.003.017674) დამტკიცებულ „ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესრულებული სამუშაოების  ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულების  ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების ფარგლებში, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული ხელშეკრულებისათვის/შესყიდვისათვის დადგენილი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი გათავისუფლებულია ხარჯთაღრიცხვის წარდგენის ვალდებულებისაგან, შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს (პირდაპირ დანახარჯებს) უნდა დაერიცხოს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში, პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით;“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი