„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.112.016232
31
10/07/2015
ვებგვერდი, 16/07/2015
190040000.35.112.016232
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №31

2015 წლის 10 ივლისი

       ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.112.016178) შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებულ  „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  თანამდებობის პირთა და სხვა  მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობათა რეესტრის" (დანართი  №1):
ა.ა) „სპეციალისტს“ დაემატოს 2 (ორი) საშტატო ერთეული და „სპეციალისტის“ საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 24  (ოცდაოთხი) ერთეულით;

 

სპეციალისტი

24

 

ა.ბ) „ადმინისტრაციულ სამსახურის“ „ტექნიკური პერსონალიდან“ ამოღებულ იქნეს „დამლაგებლის“ 4 (ოთხი) საშტატო ერთეული;
ა.გ) „ადმინისტრაციული სამსახურის“  „ტექნიკური პერსონალიდან“ ამოღებულ იქნეს „მძღოლის“ 3 (სამი) საშტატო ერთეული და ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 15 (თხუთმეტი)  ერთეულით;

 

ადმინისტრაციული სამსახური

15

                                           ტექნიკური პერსონალი

 

 

 

მდივანი

 

 

 1

დამხმარე მოსამსახურე

1

 

ა.დ) „სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური

10

სამსახურის უფროსი

1

მთ.სპეციალისტი

3

განათლებისა და კულტურის განყოფილება

 

განყოფილების უფროსი

1

მთ. სპეციალისტი

1

წამყვანი სპეციალისტი

1

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება

 

განყოფილების უფროსი

1

მთ. სპეციალისტი

1

წამყვანი სპეციალისტი

1

 

ბ) დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებულ  „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  თანამდებობის პირთა და სხვა  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების“ (დანართი  №2) ცხრილიდან ამოღებულ იქნეს  „5.2“ და „5.4.“ გრაფა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე