დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1072 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 29/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.020.000.05.001.001.736 |
საქართველოს კანონი
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 1998 წელი, მუხ. 33) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადება განხორციელდეს ამ კანონით დადგენილი წესით. 2005 წლის 31 დეკემბრამდე ერთჯერადი საზღაური, რომელიც დადგენილია ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, განისაზღვროს 1998 წლის 1 ოქტომბრისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური გადასახადის ოდენობით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული ერთჯერადი საზღაურის ოდენობა ორმაგდება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 10 მარტი.
№1072–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები