„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 71/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 10/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016977
71/ნ
10/07/2015
ვებგვერდი, 10/07/2015
040030000.22.022.016977
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №71/ნ

2015 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანების (სსმ, 117, 15/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016001) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1.    მე-5 მუხლის პირველი პუნქტ:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს  მათ  სათანადო  მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

 „გ1) ცენტრის თანამშრომელთა მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;”;

გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1-ე3“ ქვეპუნქტები:

„ე1) ამტკიცებს ცენტრის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს;

2) ამტკიცებს ცენტრის ბრენდირების სტანდარტს;

3) ამტკიცებს ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესებს, რომლებიც ემსახურება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, დანერგვას, ფუნქციონირებას, ზედამხედველობას, მხარდაჭერასა და გაუმჯობესებას და განსაზღვრავს ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას;“;

დ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1-ზ3“ ქვეპუნქტები:

„ზ1) ამტკიცებს ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესსა და ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსს;

2) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსებს და ქმნის საკონკურსო კომისიას;

3) უფლებამოსილია, ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად შექმნას დარგობრივი საბჭოები, კომისიები ან/და სხვა საკონსულტაციო ორგანოები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაამტკიცოს მათი საქმიანობის წესი;“.

2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კვალიფიკაციების მართვისა და არაფორმალური განათლების სამმართველო;“.

3.    მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცენტრის    სტრატეგიული და სამოქმედო განვითარების გეგმების შემუშავება, განახლება და მათი განხორციელების მონიტორინგი;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ცენტრის სამუშაო პროცესებისა და პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით კვლევების განხორციელება, შეფასების კრიტერიუმების, წინადადებების, რეკომენდაციების, ინსტრუქციებისა და სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტების პროექტების შემუშავება და მათი დანერგვის ეფექტურობის შეფასება;“;

გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ცენტრის ორგანიზაციული განვითარების პროექტებისათვის დონორებისა და ფონდების მოძიება და მოზიდვა;“;

დ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი-კ“ ქვეპუნქტები:

„ი) დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ცენტრის თანამშრომელთა ინფორმირება;

კ) სხვა სამსახურებთან თანამშრომლობით ცენტრის ბრენდირების სტანდარტის შემუშავება, განახლება, ხელმძღვანელობისთვის წარდგენა დასამტკიცებლად და მათი დაცვის მონიტორინგი, მათ შორის, ცენტრის მასალების ვიზუალური მხარის შეთანხმება ცენტრის ერთიანი ბრენდირების სტილის დაცვის მიზნით;“.

4.    მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესის წარმართვა, მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ფორმირება,  ექსპერტთა ბაზის შექმნა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ცენტრის დირექტორთან შეთანხმებით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისობის კონტროლი გეგმური ან/და არაგეგმური მონიტორინგის გზით, მათ შორის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით ცენტრში შემოსული კორესპონდენციების განხილვა, დაწესებულებებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვა ან/და დაწესებულების სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება დაწესებულებაში ვიზიტის განხორციელებით;“;

) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1- გ12“  ქვეპუნქტები:

„გ1) საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი სტანდარტების შემუშავება და განვითარება, ასევე, ამ მიზნით, უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების საქმიანობის ხელშეწყობა;

2) ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ,,ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ შესაბამისობაში მოყვანა;

3) საგანმანათლებლო დაწესებულებებში შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ფორმირებისა და განვითარების ხელშეწყობა;

4) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტების დაგეგმვა, მათ შორის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფების შექმნა და დასამტკიცებლად ცენტრის დირექტორისთვის წარდგენა;

5) ცენტრის დირექტორთან შეთანხმებით, საავტორიზაციო და სააკრედიტაციო ვიზიტის მონიტორინგის განხორციელება;

6) თვითშეფასების კითხვარის, თვითშეფასების ანგარიშის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნის  ფორმების შემუშავება;

7) თვითშეფასების წლიური ანგარიშების ანალიზი;

8) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების სხდომის თარიღის შეთანხმება და გამოქვეყნება, დაინტერესებული მხარეების ინფორმირება საბჭოს სხდომის შესახებ, საბჭოს წევრებისთვის ექსპერტთა დასკვნების მიწოდება და დაინტერესებული მხარისათვის საბჭოს გადაწყვეტილების გაცნობა;

9) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, პრაქტიკის შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

10) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული კორესპონდენციების განხილვა  და მათზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;

11) ავტორიზაციის ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;

12) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;“;       

დ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის, საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა, რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა;“;

5.    მე-10 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. კვალიფიკაციების მართვისა და არაფორმალური განათლების სამმართველო“;        

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კვალიფიკაციების მართვისა და არაფორმალური განათლების სამმართველოს მიზნებია:

ა ) სანდო და ვალიდური კვალიფიკაციების არსებობა;

ბ) კვალიფიკაციების მიმართ ნდობის ამაღლების ხელშეწყობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;

გ) პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობა;

დ) არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა.“;

 

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კვალიფიკაციების მართვისა და არაფორმალური განათლების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით სანდო და ვალიდური კვალიფიკაციების ჩარჩოს ჩამოყალიბება და მუდმივი განახლება;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და პროფესიული სტანდარტების განვითარების შესახებ;

გ) კვალიფიკაციებისა და სწავლის შედეგების თაობაზე საერთაშორისო დოკუმენტაციის ანალიზი;

დ) ერთიანი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თავსებადობის უზრუნველყოფა და აღნიშნული პროცესის მუდმივი კოორდინაცია;

ე)  პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავებისა და მისი შემდგომი განვითარების ხელშეწყობა;

ვ) ამოწმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილ სპეციალურ ანკეტა-კითხვარში ასახული შესაბამისი ინფორმაციის სისწორესა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ანოტაციაში მოცემული პროგრამების შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან;

ზ) არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებზე წინადადებების შემუშავება;

თ) დარგობრივი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა და დარგობრივი საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა;

ი) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრების, ტრენინგებისა და კონსულტაციების გამართვა, ასევე შესაბამისი სახელმძღვანელოების მომზადება.“.

6. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბოლონიის პროცესის ხელშეწყობისა და ევროინტეგრაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ცენტრის გაწევრიანება საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათთან მუდმივი თანამშრომლობა, აგრეთვე, ამ ორგანიზაციების რეკომენდაციების საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში გავრცელების მიზნით ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და მათი განხორციელების გზების დასახვა;

ბ) ცენტრისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართვა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში; ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია;

გ) ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის საქმიანობაში მონაწილება;

დ) სამიტებში, ტრენინგებში, სემინარებში, ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა და მათი ჩატარების ორგანიზება;

ე) საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა გამოცდილების გაზიარების მიზნით, აგრეთვე, განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების დამკვიდრების მიზნით, ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ბოლონიის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, შესაბამისი მასალების მომზადება და ღონისძიებების ორგანიზება;

ზ) ევროინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;

თ) ევროკავშირისა და განათლების სფეროში მისი პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება;

ი) ევროინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით განათლების სფეროში შესაბამისი ცვლილებების გახორციელებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგის პროცესის ხელშეწყობა;

კ) თანამშრომლობა  საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან.“.

7.    მე-12 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სტუდენტთა მიერ მოპოვებული სახელმწიფო დაფინანსების ადმინისტრირების ხელშეწყობა.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოება და მონიტორინგი;“;

ბ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა12“ ქვეპუნქტები:

„ა1) ლიცენზირებული/არაავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათში ჩარიცხულ პირთა შესახებ ინფორმაციის შენახვა, დამუშავება და მიწოდება დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში;

2) ლიკვიდირებული, საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილი დაწესებულებების სტატუსის შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში;“;

ბ.გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოში ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების მობილობის პროცესის ადმინისტრირება;“;

ბ.დ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ე) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებულ  საკითხებზე შეხვედრების, ტრენინგებისა და კონსულტაციების გამართვა.“;

ბ.ვ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ-ი“ ქვეპუნქტები:

„თ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;

ი) ცენტრის საინფორმაციო სისტემების შემუშავებასა და განვითარებაში მონაწილეობა.“.

8.    მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ცენტრში მომზადებული   ინდივიდუალური   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტების   პროექტების ვიზირება, ცენტრის დირექტორის მითითების შემთხვევაში;“;

) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო  და  არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება.“;

9.    მე-14 მუხლის მე-2 პუნქტ:

ა)  „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) კვალიფიციური კადრებისა და სტაჟიორთა მოზიდვისა და შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა, კონკურსების ორგანიზება;“;

)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცენტრის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულების, მივლინებებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;“;

) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სუბიექტებისათვის ინფორმაციის მიწოდება.“.

10. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაგეგმვა, მომარაგება, შენახვა, განაწილება, მოვლა და განახლება;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ცენტრის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;“;

) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ცენტრის უძრავი ქონების მოვლა-პატრონობა.“.

11. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქმისწარმოებისა და მომსახურების განყოფილების ფუნქციებია:

ა) ცენტრის კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის მიწოდება;

ბ) ცენტრის დირექტორის ბრძანებების რეგისტრაცია და დაინტერესებულ პირთათვის  გაცნობა;

გ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებებისა და ოქმების რეგისტრაცია;

დ) ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება და გაცემა;

ე) ცენტრში შემოსული და გასული წერილების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით გადამისამართება;

ვ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, შემოსულ განცხადებებზე პასუხების მომზადება;

ზ) მოთხოვნის შემთხვევაში, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; 

თ) დოკუმენტების ნომრებისა და თარიღების შესაბამისად საქმის მასალების ბაინდერებში გადანაწილება;

ი) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და დაარქივება;

კ)  გასაგზავნად გამზადებული დოკუმენტების შემოწმება, რეგისტრაცია და სათანადო რეესტრის მომზადება ფოსტისათვის;

ლ) ცენტრის ვადაგადაცილებული წერილების სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციის  მიწოდება შესაბამისი სამსახურებისათვის რეაგირების მიზნით;             

მ) არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა; 

ნ) ცენტრის საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის პირველადი კონსულტაციების გაწევა;

ო) ცენტრში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;

პ) ცენტრის ოფიციალური  ელექტრონული ფოსტის ადმინისტრირება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე