დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016973 |
|
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ მე-12 მუხლს მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „71“-„72“ პუნქტები:
„71. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის შესახებ წარმოდგენილი მონაცემები არ შეესაბამება ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს შესაბამის დაწესებულებას. 72. მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხდება დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა ფაქტობრივი, მიმდინარე წელს მისაღებ/მიღებულ და დამამთავრებელ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის გათვალისწინებით.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები