„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 69/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 10/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016975
69/ნ
10/07/2015
ვებგვერდი, 10/07/2015
430010000.22.022.016975
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №69/ნ

2015 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა  და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში (სსმ, 163, 14/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016036) და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს (დანართი №2):

1.  პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. პროფესიული კვალიფიკაცია არის პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მისი ცალკეული კომპონენტები გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით.“.

3. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:

,,მუხლი 4. პროფესიული კვალიფიკაციები

პროფესიული კვალიფიკაციის სახელწოდება მოიცავს ტერმინს ,,პროფესიული კვალიფიკაცია“ შესაბამისი საფეხურისა და პროფესიული სპეციალიზაციის მითითებით.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე