დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 215 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016775 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-9 მუხლის 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. საზღვაო გზით შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტით, სახმელეთო ტრანსპორტით გასატანი საყარი საქონლის დეკლარირებისას, დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში, მოწმობის გამოწერა შესაძლებელია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებიდან მის ჩამოტვირთვამდეც.“. |
2.
მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საზღვაო გზით შემოტანილი და მოწმობის გამოწერით ტრანზიტში დეკლარირებული საყარი საქონლის დროებით შენახვისას.“. |
3.
38-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. |
4.
58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 58. ტრანზიტის დეკლარირება 1. ტრანზიტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ხდება მხოლოდ: ა) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით; ბ) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება; გ) საქართველოდან საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის ტრანზიტის დასრულება (გარდა კონტეინერებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა). 2. საქონლის ტრანზიტში დეკლარირების დროს, თუ არ არსებობს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები ოპერაცია, საბაჟო დეკლარაციად ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული: ა) TIR-წიგნაკი, რომლითაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი საქონლის საბაჟო კონტროლზე აყვანა; ბ) მოწმობა – TIR-წიგნაკის არქონის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში; გ) სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტი – თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევრადმისაბმელის შემთხვევაში; დ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია – ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადასატანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ” და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში. 4. სახმელეთო გზით შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტით, საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის გადაადგილება ხორციელდება გამგზავნ საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოწერილი მოწმობით, ხოლო საქონლის (გარდა კონტეინერებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) ტრანზიტის დასრულების მიზნით, დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში (გაფორმების საგადასახადო ორგანოში) დამატებით წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. 5. საზღვაო გზით შემოტანილი და საქართველოდან სახმელეთო ტრანსპორტით გასატანი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები ან/და სხვა დოკუმენტებით) საყარი საქონლის ტრანზიტში დეკლარირება მოწმობის გამოწერით შესაძლებელია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩამოტვირთვამდეც. 6. საქართველოდან ტრანზიტით გასატან საქონელზე, რომელზეც წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა საბაჟო დეკლარაციით, სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება გაფორმების იმ ორგანოში, სადაც განხორციელდა წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია და, საქონლის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაში, ამავე ორგანოს მიერ გაიცემა მოწმობა.“. |
5.
მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ამ ინსტრუქციის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები