საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016490
75
21/07/2015
ვებგვერდი, 22/07/2015
010340000.22.038.016490
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №75

2015 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №41 ბრძანებაში (სსმ, 010340000.22.038.016455, 24.06.2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1" ქვეპუნქტი:

„ზ1)  სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის ანალიზი და შეფასება.".

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ვ1" ქვეპუნქტი:

ვ1) უზრუნველყოფს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შეფასებასა და ანალიზს".

3. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი