„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 503
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.016443
503
11/07/2015
ვებგვერდი, 13/07/2015
140120000.22.034.016443
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება   №503

    2015 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით (ვებგვერდი, 28.02.2014, სარეგისტრაციო კოდი – 140120000.22.034.016290) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არსებობს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი (ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის შემთხვევებზე);“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა, იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია უქმდება, თუ:

ა) წარმოიშვა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით ან მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება;

ბ) ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებები გამოვლინდა რეგისტრაციის შემდეგ;

გ) განხორციელდა იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის ჩამოწერა;

დ) გაიცა იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობა;

ე) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იარაღზე ან იარაღის დამატებით ძირითად ელემენტზე მესაკუთრის ან მოსარგებლის უფლებამოსილების სხვა პირზე გადაცემის გამო განხორციელდა ახალი სარეგისტრაციო მონაცემების აღრიცხვა (გადაფორმება);

ვ) შეიცვალა ის გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო იარაღის ან იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციას;

ზ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხელშემშლელი გარემოებები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური