დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 343 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 470030000.10.003.018730 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, №155, 29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) იმუნიზაცია (2015 წლის 1 ოქტომბრიდან).“. 2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგი სახით:
|
მუხლი 2 |
იმუნიზაციის საქმიანობის მიმწოდებლებმა, 2015 წლის 1 ოქტომბრამდე, უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებები, დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შეტყობინება, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების დაწყების შესახებ. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები