დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 339 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130030000.10.003.018725 |
339
09/07/2015
ვებგვერდი, 13/07/2015
130030000.10.003.018725
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/05/2014, 130030000.10.003.017925) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების №1 დანართის (სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა) 5.8. პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.9. პუნქტი:
„5.9. ინფორმაცია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილების (გარდა ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის პირველი თანრიგისა), მომუშავეთა რიცხოვნობის, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და ანგარიშების (გარდა ელექტრონული, გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და კონკურსებისა) თაობაზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები