„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016774
216
13/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
230210000.22.033.016774
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №216

2015 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით იმ საქონლის დროებითი შემოტანისას, რომელიც იმპორტის შემთხვევაში არ იბეგრება იმპორტის გადასახადით;“.

2.   34-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   „ა“   ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„ა)  იმპორტის  გადასახდელების  გადახდისაგან  ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის  თანხას  (დღგ-ის გადამხდელად  რეგისტრირებული  პირის  შემთხვევაში დღგ-ის თანხის გარდა), რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას.;“

3. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დატოვების შემთხვევაში იგი უნდა მოექცეს იმპორტში, ამასთან:

ა.ა) თუ მიზნობრივი სტატუსი გაუქმდა საქონლის მფლობელის მიერ შესაბამისი პირობების დარღვევის შედეგად, საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის საქართველოს  საბაჟო  ტერიტორიაზე  შემოტანის  დღიდან  და  იმპორტის  გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს  საქონლის  იმპორტში  მიზნობრივი  დანიშნულებით  გაშვების  დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა, გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა;

ა.ბ) თუ მიზნობრივი სტატუსი (კერძოდ, გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი) გაუქმდა საქონლის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები  წარმოიშობა  საქონლისათვის  აღნიშნული  სტატუსის  გაუქმების  დღიდან და იმპორტის დროს გადასახდელ იმპორტის გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა, გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა;“.

4. 74-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახდელების (გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა) დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ სასაქონლო ოპერაციისთვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.

6. დროებით შემოტანილი, იმპორტის გადასახდელებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტის შემთხვევაში, დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა (გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა) და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ იმპორტის გადასახდელებს შორის.“.

5.   87-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   „ა“   ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

„ა) დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა) – დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა;“.


მუხლი 2. ეს   ბრძანება   ამოქმედდეს   გამოქვეყნებისთანავე   და   მისი   მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
 

 



ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური