დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3922-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 140030000.05.001.017821 |
|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობა 1. პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობა ეფუძნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ნაცვალგების პრინციპსა და რეგიონალურ თანამშრომლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითადი ამოცანაა საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით სხვა სახელმწიფოთა შესაბამის სამსახურებთან და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობა.“. 2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები: „ო) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა; პ) დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება.“. 3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს: ვ.ა) სასაზღვრო-პოლიციურ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს; ვ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს (ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს); ვ.გ) ტექნიკურ-კრიმინალისტიკურ გამოკვლევებს ოპერატიულ-სამძებრო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სხვა საქმეებზე;“. 4. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თანამდებობიდან გადაყენებული პოლიციელი გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე.“. 6. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სამინისტროს აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სხვა სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.“. 7. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, სამინისტროდან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები) და სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო დაწესებულების/დანაყოფის მსმენელთა სამედიცინო უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის გავლის პერიოდში (მათ შორის, სამსახურში მიღების ან სამსახურიდან დათხოვნის დროს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური.“. მუხლი 2 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ა) 2015 წლის 1 აგვისტომდე შექმნას შესაბამისი კომისია (კომისიები), რომელიც (რომლებიც) 2015 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის საბალანსო მონაცემების მიხედვით გადასაცემი ქონების (მათ შორის, უძრავი ქონება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა ქონება) და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) განსაზღვრას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქონება, მათ შორის, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაუქმებული დანაყოფების ბალანსზე რიცხული ქონება და სამსახურებრივი დოკუმენტაცია, 2015 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს; გ) უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემა, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ დანაყოფების გაუქმება, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცემა; დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჭირო უწყვეტი მომსახურებით (მათ შორის, საწვავის საბარათო სისტემით მიწოდება, კომუნალური მომსახურება, კავშირგაბმულობის მომსახურება, ინტერნეტის მომსახურება, დასუფთავების მომსახურება და სხვა მომსახურება) უზრუნველყოფა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე; ე) 2015 წლის 1 იანვრიდან ამ კანონის ამოქმედებამდე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოს იმ დანაყოფებისათვის, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცემა, შეძენილი ან შესაძენი საქონლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაუქმებული დანაყოფების უფლებამონაცვლედ (გარდა ამ დანაყოფების გაუქმებამდე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისა (მათ შორის, შრომის ანაზღაურება, სხვა საქონელი და მომსახურება)) ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. |
ქუთაისი, 8 ივლისი 2015 წ. N3922-რს |
დოკუმენტის კომენტარები