საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 13/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016180
69
13/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
300300000.22.025.016180
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №69

2015 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ.თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის  თანახმად,

ვბრძანებ:


მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებს“ (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

            

1. მე-13 მუხლის 53 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.  ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის მე-4, მე-5, 51 და 52 პუნქტების საფუძველზე შესყიდული, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგია ელექტროენერგიის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე იყიდება პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.“.

3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ტესტირების დროს გამომუშავებულ (სალტეზე მიწოდებულ) ელექტროენერგიაზე – შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის   მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შესყიდული (გარდა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა), 11, 1და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვრისა;“.

4. მე-14 მუხლის „13“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ  საწარმოებზე  საბალანსო  ელექტროენერგიას ყიდის საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი, 11 და 12  პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის  მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.“.

6. მე-20 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა „ე” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ აუნაზღაურდებათ ტესტირების გზით მზადყოფნის დადასტურებამდე, ხოლო „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში –  შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის, გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ ანაზღაურდება იმ დღიდან, როდესაც დადგა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, იმ დღის ჩათვლით, როდესაც დადასტურდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნა ტესტირების გზით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაცემული ყველა განკარგულება დაარეგისტრიროს ცენტრალური სადისპეტჩეროს ოპერატიულ ჟურნალში.

8. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა „ე” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული შემთხვევების გამომწვევი გარემოებების თაობაზე, ასევე წარადგინოს მზადყოფნის განაცხადი და მოითხოვოს ტესტირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტესტირება უკვე მოთხოვნილია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ.“;

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე