დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.176.016091 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/07/2015 - 23/03/2018)
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში სამუშაოების/მშენებლობის ეტაპის დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ქალაქ თელავის მუნიციპლიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესი დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
განისაზღვროს ჯარიმის ოდენობა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წ ე ს ი |
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე ქალაქ თელავის მუნიციპლიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.
2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური 3. ჯარიმის შესახებ ბრძანების გამოცემისთანავე, მოქალაქეს ბარდება ბრძანება, თუ არ ჩაიბარებს, მოხდება თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა (სახლის კარებზე ან ობიექტზე), ფოტოგადაღება და მოქალაქე დაჯარიმდება. 4. თუ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვა მომართვა (წერილი ან განცხადება) მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული ვადის დასრულებამდე, მშენებარე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე ან კორექტირებული პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დაყენებული საკითხის დაკმაყოფილებაზე, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შედგება სამართალდარღვევის ოქმი და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით. 5.თუ დაჯარიმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში სამართალდამრღვევის მიერ არ იქნება გადახდილი შესაბამისი ჯარიმის თანხა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური ამზადებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს საურავის დაკისრების შესახებ, მერის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემდეგ ბრძანება ჩაჰბარდება სამართალდამრღვევს. 6.ანალოგიური მითითებით იწყება საქმისწარმოება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 48-ე, 49-ე, 50-ე მუხლებთან დაკავშირებით. |
დანართი №2
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა
|
1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მშენებლოის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე, ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს 0,1 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები