დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3942-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.017818 |
3942-რს
08/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
200000000.05.001.017818
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრებული ან/და დაინვალიდებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურისათვის ან სამხედრო მოსამსახურისათვის, აგრეთვე მისი დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახზე (მემკვიდრეზე) დამქირავებლის მიერ გაცემული დახმარება;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. |
ქუთაისი, 8 ივლისი 2015 წ. N3942-რს |
დოკუმენტის კომენტარები