„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3960-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 080180020.05.001.017835
3960-რს
08/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
080180020.05.001.017835
„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავარი ორგანოა ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში;“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარი სუბიექტია, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ახორციელებს: სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გამოყენებით, რომლებიც მიმართულია ტერორისტული საქმიანობის გამოვლენისაკენ, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ; იმ დანაშაულის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის გზით, რომელიც ტერორისტული მიზნითაა ჩადენილი და რომლის გამოძიება მის კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: აგროვებს ინფორმაციას უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ და ახდენს მის სისტემატიზებას; კოორდინაციას უწევს ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით; ეს ცენტრი უშუალოდ უზრუნველყოფს კონტრტერორისტული ღონისძიების ჩატარებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვა დანაყოფები გამოყოფენ აუცილებელ ძალებსა და საშუალებებს და უზრუნველყოფენ მათ ეფექტიან გამოყენებას კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით იქმნება ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.“.

4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზონების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და დაუყოვნებლივ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3960-რს