დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 08/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 08/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.57.069.016066 |
|
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27.02.2015, 010240060.57.069.016055) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები.
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წესი ვრცელდება კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებულ დავებზე.“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საბჭოში გასაჩივრების უფლება 1. სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია, ამ წესის შესაბამისად, გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საბჭოში, თუ მიაჩნია, რომ დაირღვა კანონით ან/და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები. 2. საბჭოში გასაჩივრება შესაძლებელია: ა) ტენდერის/კონკურსის ჩატარების შედეგად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე; ბ) ტენდერისათვის/კონკურსისთვის სტატუსის „არ შედგა“ მინიჭების შემთხვევაში – მხოლოდ სატენდერო/საკონკურსო განცხადებასთან და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციასთან მიმართებით; გ) ტენდერისათვის/კონკურსისთვის სტატუსის „შეწყვეტილია“ მინიჭების შემთხვევაში – შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა. 3. შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილების შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში ატვირთვიდან, ხოლო ქმედების შემთხვევაში – ამ ქმედების განხორციელებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტენდერს/კონკურსს მინიჭებული აქვს სტატუსი „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“, რა დროსაც საჩივრის წარდგენა შესაძლებელია ამ სტატუსის მინიჭებიდან ხელშეკრულების დადებამდე. 4. საბჭოში გასაჩივრების შემთხვევაში, სისტემაში შესყიდვების პროცედურები შეჩერდება მხოლოდ წინადადებების მიღების დასრულების შემდგომ. 5. გასაჩივრებას არ ექვემდებარება გადაწყვეტილება/ქმედება, თუ პრეტენზია ეხება: ა) კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შესყიდვის საშუალების შერჩევას; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეჩერების შესახებ, რომელიც მიღებულია კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; დ) საკონკურსო წინადადების ხარისხის ჯამური შეფასებისა და საკონკურსო წინადადების ფასის ხვედრითი წონების განსაზღვრის, ხარისხის შეფასების კრიტერიუმების, მათი ტიპებისა და ხვედრითი წონების განსაზღვრის მიზანშეწონილობას, ასევე საკონკურსო კომისიის იმ შეფასებას, რომელიც მიღებულია საკონკურსო წინადადების ხარისხის შეფასების არათვლად კრიტერიუმთან დაკავშირებით. 6. საჩივარი საბჭოში წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულად, სისტემაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებაში არსებული სისტემური ღილაკის მეშვეობით. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და საბჭოში წარდგენილ უნდა იქნეს ამ წესის დანართის შესაბამისად.“; გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-6 მუხლის: დ.ა) მე-3 პუნქტის: დ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საჩივარი არ ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო/საკონკურსო კომისიის არასათანადო გადაწყვეტილებას/ქმედებას;“; დ.ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) იგი ეხება ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს;“; დ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები, მათ შორის, იმავე შესყიდვის ობიექტის შესყიდვასთან დაკავშირებით არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს უკვე გამოცხადებული ხელახალი ტენდერი/კონკურსი (ასეთი არსებობის შემთხვევაში).“; ე) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანების დანართი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანებას თანდართული დანართით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 8 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები