სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი № 1-1/280
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016378
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
№ 1-1/280
07/07/2015
ვებგვერდი, 10/07/2015
040110030.22.024.016378
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/07/2015 - 07/09/2020)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/280

2015 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ

 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმ (დანართი 1);
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმ (დანართი 2) .
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 21 მარტის №1-1/415 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

დანართი №1
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება

201 წლის ......, საქართველო

ერთის მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ - გამყიდველი) წარმოდგენილი ....... (პ/№..........) სახით, მოქმედი .................................................................................. უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში, და მეორე მხრივ, ......... (ს/კ / პ/№......................) (შემდგომ - მყიდველი), წარმოდგენილი .............. მიერ, მოქმედი ............... საფუძველზე, შემდეგში თითოეული წოდებული, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად, როგორც „მხარეები“,

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების, „.............................................................................................................“ და აუქციონში გამარჯვების დადასტურების №........................ საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდეგომ - ხელშეკრულება).

მუხლი 1. დეფინიციები

ხელშეკრულებაში გამოყენებულ სიტყვებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

აუქციონის დასრულების თარიღი - ...... წლის .... ...., როცა მყიდველმა გაიმარჯვა ბრძანების საფუძველზე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში.

ქონება - .................... (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...........).

საპრივატიზებო თანხა - ............. (სიტყვიერად) … , რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისა და გამყიდველის ანაზღაურებისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

რეესტრი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი

გამყიდველი  გადასცემს, ხოლო მყიდველი საკუთრებაში იღებს ქონებას ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის პირობით.

მუხლი 3. საპრივატიზებო თანხა და მისი გადახდის წესი

3.1. მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საპრივატიზებო თანხა ................ ოდენობით,  აუქციონის დასრულების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

3.2. საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით (უცხოური ვალუტის შემთხვევაში საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება გადხდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად) შესაბამისი თანხის გამყიდველის მიერ მითითებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით:

სალარე ანგარიში

ანგარიშის დასახელება (მიმღები): ....

ანგარიშის ნომერი: №......   ანგარიშის ვალუტა: .....

მიმღები ბანკი: .....

3.3. საპრივატიზებო თანხა გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.

3.4. მყიდველის მიერ გადახდილი ბე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბოლოო ანგარიშსწორებისას ჩაითვლება საპრივატიზებო საფასურის ნაწილად, ხოლო მყიდველის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგ უბრუნდება მყიდველს.

მუხლი 4. მხარეთა ვალდებულებები

მყიდველი ვალდებულია:    

4.1. გონივრულ ფარგლებში იზრუნოს ქონებაზე და დაიცვას იგი საპრივატიზებო თანხის გადახდის წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად დადასტურებამდე;    

4.2. დაფაროს ქონებაზე საკუთრების უფლების და საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საპრივატიზებო საფასური უკვე გადახდილია) რეესტრში რეგისტრაციის, აგრეთვე, ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯ(ებ)ი.

მუხლი 5. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები 

5.1. მყიდველს ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების და საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ამასთან, ქონებაზე საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემა საპრივატიზებო თანხის გადახდის პირობით.

5.2. ქონებაზე საკუთრების უფლებასთან ერთად, რეესტრში რეგისტრირდება საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საპრივატიზებო საფასური უკვე გადახდილია).

5.3. მყიდველს ქონება მფლობელობაში გადაეცემა ხელშეკრულების და საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

5.4. მყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდამდე არ აქვს უფლება, ქონება გაასხვისოს ან გასცეს სარგებლობის უფლებით.

5.5. საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებულად ითვლება გადახდის ვებგვერდზე (www. eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge) ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან.

მუხლი 6. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა

6.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის საპრივატიზებო თანხას. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯ(ებ)ი.

6.2. ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.

6.3. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

მუხლი 7. ფორსმაჟორი  

7.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის. ფორსმაჟორული გარემოება მოიცავს, მაგრამ არ შემოფარგლება, სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი) ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორსმაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.              

7.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია, აცნობოს მეორე მხარეს ასეთი გარემოების ან მოვლენის როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებზე და გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. ასეთ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ფორსმაჟორული მოვლენის ან გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე. ასეთ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ასევე ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.     

7.3. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიდება ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.      

7.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.         

7.5. ფორსმაჟორული გარემოებების 3 (სამი) თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან, განიხილონ ხელშეკრულების შეწყვეტის  საკითხი.

მუხლი 8. შეტყობინებები

ხელშეკრულების მიზნებისათვის, მხარეთა რეკვიზიტებია: 

8.1. გამყიდველის შემთხვევაში:

იურიდიული მისამართი:...

ტელ:....

ფაქსი:...

8.2. მყიდველის შემთხვევაში:

იურიდიული მისამართი:...

ტელ:....

ფაქსი:...

მუხლი 9. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

9.1. ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9.2. მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოების მიერ.         

მუხლი 10.  სხვა დებულებები

10.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება ამ ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.       

10.2. ხელშეკრულების ყველა ცვლილება/ დამატება ან/და დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მისთვის დაცული უნდა იყოს იგივე ფორმა, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებისთვის.

10.3. ხელშეკრულების ცალკეული პუნქტების გაუქმება ან/და ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების სხვა პუნქტების გაუქმებას ან/და ბათილობას.             

10.4. სათაურები ხელშეკრულებაში მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.   

10.5. ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე 3 (სამი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს და რეესტრს.

10.6. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის და რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

გამყიდველი                                                                                             მყიდველი.

დანართი №2
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება

201 წლის ......, საქართველო

ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ - გამყიდველი) წარმოდგენილი ....... (პ/№..........) სახით, მოქმედი .................................................................................. უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში, და მეორე მხრივ, ......... (ს/კ / პ/№.......................) (შემდგომ - მყიდველი), წარმოდგენილი .............. მიერ, მოქმედი ............... საფუძველზე, შემდეგში თითოეული წოდებული, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად, როგორც „მხარეები“,

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების, „.............................................................................................................“ და აუქციონში გამარჯვების დადასტურების №........................ საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდეგომ - ხელშეკრულება).

მუხლი 1. დეფინიციები

ხელშეკრულებაში გამოყენებულ სიტყვებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

აუქციონის დასრულების თარიღი - ...... წლის .... ...., როცა მყიდველმა გაიმარჯვა ბრძანების საფუძველზე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში.

ქონება - .................... (ქონების აღწერილობა).

საპრივატიზებო თანხა - ............. (სიტყვიერად) .... , რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისა და გამყიდველის ანაზღაურებისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი

გამყიდველი  გადასცემს, ხოლო მყიდველი საკუთრებაში იღებს ქონებას ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის პირობით.

მუხლი 3. საპრივატიზებო თანხა და მისი გადახდის წესი

3.1. მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საპრივატიზებო თანხა ................ ოდენობით,  აუქციონის დასრულების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

3.2. საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით (უცხოური ვალუტის შემთხვევაში საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება გადხდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად), შესაბამისი თანხის გამყიდველის მიერ მითითებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით:

სალარე ანგარიში

ანგარიშის დასახელება (მიმღები): ....

ანგარიშის ნომერი: №......   ანგარიშის ვალუტა: .....

მიმღები ბანკი: .....

3.3. საპრივატიზებო თანხა გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.

3.4. მყიდველის მიერ გადახდილი ბე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბოლოო ანგარიშსწორებისას ჩაითვლება საპრივატიზებო საფასურის ნაწილად, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგ უბრუნდება მყიდველს.

მუხლი 4. მხარეთა უფლება-მოვალეობები

4.1. მყიდველს უფლება აქვს ხელშეკრულების ხელმოწერისა და საპრივატიზებო თანხის გადახდის ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად დადასტურების შემდეგ მოითხოვოს ქონების გადაცემა.

4.2. მყიდველი ვალდებულია რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენის შემთხვევაში, დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლება და დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

მუხლი 5. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები 

მყიდველს ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისა და საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების შესრულების ვებგვერდზე (www. eauction.ge ან/და www.nasp.gov.ge) ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან.

მუხლი 6. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა

6.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხდის საპრივატიზებო თანხას. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო თანხა და ქონებაზე გაწეული დანახარჯები.

6.2. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.

6.3. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.                                                                                                 

მუხლი 7. ფორსმაჟორი  

7.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის. ფორსმაჟორული გარემოება მოიცავს, მაგრამ არ შემოფარგლება, სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი) ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორსმაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.             

7.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია, აცნობოს მეორე მხარეს ასეთი გარემოების ან მოვლენის როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებზე და გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. ასეთ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ფორსმაჟორული მოვლენის ან გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე. ასეთ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ასევე ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.     

7.3. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიდება ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.     

7.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.        

7.5. ფორსმაჟორული გარემოებების 3 (სამი) თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან, განიხილონ ხელშეკრულების შეწყვეტის  საკითხი.

მუხლი 8. შეტყობინებები

ხელშეკრულების მიზნებისათვის, მხარეთა რეკვიზიტებია: 

8.1. გამყიდველის შემთხვევაში:

იურიდიული მისამართი:...

ტელ:....

ფაქსი:...

8.2. მყიდველის შემთხვევაში:

იურიდიული მისამართი:...

ტელ:....

ფაქსი:...

მუხლი 9. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

9.1. ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9.2. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში, სადავო საკითხი წყდება მხარეთა შორის შეთანხმებით. ასეთი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას წყვეტს საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 10.  სხვა დებულებები

10.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება ამ ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.      

10.2. ხელშეკრულების ყველა ცვლილება/ დამატება ან/და დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მისთვის დაცული უნდა იყოს იგივე ფორმა, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებისთვის.

10.3. ხელშეკრულების ცალკეული პუნქტების გაუქმება ან/და ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების სხვა პუნქტების გაუქმებას ან/და ბათილობას.             

10.4. სათაურები ხელშეკრულებაში მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.   

10.5. ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე 2 (ორი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს.

10.5. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.

გამყიდველი                                                                                             მყიდველი.