„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 332
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018717
332
07/07/2015
ვებგვერდი, 08/07/2015
010240030.10.003.018717
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №332

2015 წლის 7 ივლისი

   ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებაში (სსმ, 2008 წ., №29) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების (შემდგომში − დებულება):

1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები:

„პ) თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის დასადგენად ჩატარებული კვლევისა და თავშესაფრის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე მომზადებული დასკვნის ანალიზის საფუძველზე საჭიროებების გამოვლენა და ეფექტურობის ასამაღლებელი შესაბამისი სასწავლო კურსის/ტრენინგის დაგეგმვა-განხორციელება და შედეგების ანალიზი;

ჟ) თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსის დამდგენი და თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სპეციალისტებისათვის სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.“.

2.  მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ.“ და „ა.დ.“ ქვეპუნქტები:

„ა.გ) სტატუსის დადგენის განყოფილება;

ა.დ) ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილება.“.

3. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ − ტ“ ქვეპუნქტები:

„ნ) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ო) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავება;

პ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა დამუშავება/განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;

ჟ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სამოქმედო გეგმების შემუშავება;

რ) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

ს) სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა, ანალიზი, განზოგადება და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.“.

4. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველო.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ძალაშია 2015 წლის 6 ივლისიდან, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი