„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.018714
329
07/07/2015
ვებგვერდი, 08/07/2015
010220030.10.003.018714
„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №329

2015 წლის 7 ივლისი

   ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქრთველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  28/03/2013, 010220030.10.003.017231) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ „კ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია შემდეგი მუდმივმოქმედი წევრების შემადგენლობით:

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე კომისიის თავმჯდომარე;

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი;

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი;

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი;

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი;

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კომისიის წევრი;

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კომისიის წევრი;

 ეკონომიკური საბჭოს მდივნის ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის მოადგილე კომისიის წევრი;

 საქართველოს ბიზნესომბუდსმენი კომისიის წევრი;

 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი