დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 322 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 05/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.018707 |
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №247 დადგენილებაში(www.matsne.gov.ge, 21/03/2014, 010220020.10.003.017867) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი - კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი - კომისიის წევრი; საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი - კომისიის წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი - კომისიის წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - კომისიის წევრი; ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენელი - კომისიის წევრი; სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი - კომისიის წევრი; სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი; სს „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენელი - კომისიის წევრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 5 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები