ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის სპეციალისტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის სპეციალისტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016188
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
36
07/07/2015
ვებგვერდი, 13/07/2015
010250050.35.137.016188
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის სპეციალისტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/07/2015 - 04/08/2015)

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №36

2015 წლის 7 ივლისი

დაბა ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების შესაბამის სპეციალისტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის  მე-2 პუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“, ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების“ (2015 წლის 4 მარტის №11 დადგენილება)  მე-4 მუხლის საფუძველზე ადიგენის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 1191, 150-ე, 151-ე 1534, 159-ე, 1591 მუხლებით, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების  წამყვან სპეციალისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში. 
მუხლი 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 150-ე, 152-ე, 1522  მუხლებით  გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს  ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების  წამყვან სპეციალისტს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში.
მუხლი 3
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლით, აგრეთვე საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი"  31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 39-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების  წამყვან სპეციალისტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში.
მუხლი 4
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი