„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016187
35
07/07/2015
ვებგვერდი, 13/07/2015
010250050.35.137.016187
„ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №35

2015 წლის 7 ივლისი

დ. ადიგენი

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის №11 დადგენილებაში, კერძოდ,  დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ყ“ და ,,შ“ პუნქტები:

,,ყ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების მართვის, დაცვის, განვითარების და სარგებლობის საკითხთან დაკავშირებით.

შ) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოს დაცვის კუთხით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას.“.

მუხლი 2
1. შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის №11 დადგენილებაში, კერძოდ დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის ,,ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება,   სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება, ხეების, მწვანე ნარგავების დაზიანება, ამოძირკვა ან თვითნებური გაჩეხვა.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი