„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016318
20
06/08/2015
ვებგვერდი, 10/08/2015
120340000.22.026.016318
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №20

2015 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებით (სსმ, 11.10.2013 წ., 120340000.22.026.026214) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის:

1. პირველ პუნქტს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ1) ეროვნული გვარდიის სკოლა;“.

2. მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სასწავლო ცენტრი  ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულებისა და რეზერვის პირადი შემადგენლობიდან სპეციალისტების მომზადება-გადამზადება;”.

3. მე-2 პუნქტს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ1) ეროვნული გვარდიის სკოლა  ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულებისა და რეზერვის უმცროს ოფიცერთა და სერჟანტ/კაპრალთა შერჩევა, მომზადება/გადამზადება და შეფასება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი