დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N78 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.143.016339 |
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №78 დადგენილებაში „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №78 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 25.12.2014 190040000.35.143.016307) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განესაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის - 200 (ორასი) ლარი; ბ) საკრებულოს კომისიაში მონაწილეობის მისაღებად -300 (სამასი) ლარი; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლის ამომრჩეველთა არანაკლებ სამი შეხვედრისათვის - 200 (ორასი) ლარი;”; ბ) დადგენილებით დამტკიცებული მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 31 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები