დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არ მქონე და იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ სადაც დროებით არ იმოქმედებს ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-ით გათვალისწინებული სანქციები“-ს შესახებ დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.159.016208 |
|
„მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე და იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ", სადაც დროებით არ იმოქმედებს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სანქციების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე და იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც დროებით არ იმოქმედებს ნარჩენების მართვის კოდექსით, გათვალისწინებული სანქციები“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 ივნისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/06/2015, 010250050.35.159.016201) და მუხლი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიები, სადაც იმოქმედებს სანქცია შინაური ცხოველის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისათვის.". |
| მუხლი 2 |
შევიდეს ცვლილება დანართ №2-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 15 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი 2
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიები, სადაც შინაური ცხოველის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისათვის იმოქმედებს საქართველოს კანონით ,,ნარჩენების მართვის კოდექსი" განსაზღვრული სანქციები
|
მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიები: სამედ ვურღუნი; რუსთაველი; 26 მაისი; აღმაშენებელი; კოსტავა; 26 მაისის მოედანი; ძველი „ალგეთის ლეკვების" ტერიტორია; კულტურის სახლის სკვერი; სამედ ვურღუნის მოედანი; ყიზილაჯლო; ნარიმანოვის ქუჩა; გოგებაშვილის ქუჩა; კოსტავას ქუჩა; ყარყარაშვილისა და ერეკლე II-ის ქუჩები; ბორჩალოელის ქუჩა; გიორგაძის ქუჩა; მაზნიაშვილის ქუჩა; 26 მაისის ქუჩა, ჩიხი IV; რუსთაველის ქუჩის №3, 5, 6, 7, 9, 11, 18, 20, 21, 23, 37, 39, 41, 44, 46, 48, 49, 50, 52, 77, 81, 81ა, 86, 86ა, 87, 89, 86ბ, 104, 118; გამსახურდიას ქუჩა; ჩოლოყაშვილის ქუჩა; იაღლუჯის ქუჩა; სამხედრო ქალაქი №1; ჯავახიშვილის ქუჩა; ალგეთის ქუჩა; იაღლუჯის ქუჩა; სულხან საბას ქუჩა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები