დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ ფუნქციონირებს ნარჩენების შეგროვების სისტემა | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016222 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/07/2015 - 03/08/2015)
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ ფუნქციონირებს ნარჩენების შეგროვების სისტემა
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 48-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
განისაზღვროს გურჯაანის მუნციპალიტეტის იმ ადმინისტრაციული ერთეულების ჩამონათვალი, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს ნარჩენების შეგროვების სისტემა და შესაბამისად, ამ ტერიტორიებზე 2016 წლის 15 იანვრამდე არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირებისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირებისა), 33-ე მუხლის პირველი ნაწილით და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა:
1. სოფელ ვაჩნაძიანისა და სოფელ კახიფარის ადმინისტრაციული ერთეული; 2. სოფელ კალაურის ადმინისტრაციული ერთეული; 3. სოფელ შაშიანის ადმინისტრაციული ერთეული; 4. სოფელ ვაზისუბნის ადმინისტრაციული ერთეული; 5.სოფელ მუკუზნისა და სოფელ ზეგაანის ადმინისტრაციული ერთეული; 6. სოფელ ველისციხის ადმინისტრაციული ერთეული; 7. სოფელ ახაშნის ადმინისტრაციული ერთეული; 8. სოფელ ჩუმლაყისა და სოფელ ყიტაანის ადმინისტრაციული ერთეული 9. სოფელ გურჯაანის ადმინისტრაციული ერთეული; 10. სოფელ ჭანდრის ადმინისტრაციული ერთეული; 11. სოფელ ძირკოკის ადმინისტრაციული ერთეული; 12. სოფელ ვეჯინის ადმინისტრაციული ერთეული; 13. სოფელ კოლაგის ადმინისტრაციული ერთეული; 14. სოფელ ბაკურციხის ადმინისტრაციული ერთეული; 15. სოფელ კარდენახის ადმინისტრაციული ერთეული; 16. სოფელ ჩალაუბნის ადმინისტრაციული ერთეული; 17. სოფელ მელაანის ადმინისტრაციული ერთეული; 18. სოფელ კაჭრეთის ადმინისტრაციული ერთეული; 19. სოფელ ზემო კაჭრეთის ადმინისტრაციული ერთეული; 20. სოფელ ნანიანის ადმინისტრაციული ერთეული; 21. სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული ერთეული; 22. სოფელ არაშენდის, სოფელ ქოდალოს, სოფელ დარჩეთის, სოფელ ზიარისა და სოფელ ფხოველის ადმინისტრაციული ერთეული; 23. სოფელ ჭერემის ადმინისტრაციული ერთეული. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები