საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 7 ივლისის ბრძანება №09 „აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 7 ივლისის ბრძანება №09 „აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 07/07/2015
დოკუმენტის ტიპი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.44.064.016005
09
07/07/2015
ვებგვერდი, 09/07/2015
010340000.44.064.016005
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 7 ივლისის ბრძანება №09 „აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 7 ივლისის ბრძანება №09 „აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის

ბრძანება №09

2015 წლის 7 ივლისი

. თბილისი

 

აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №07 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე 

 


საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 97-ე მუხლის პირველი პუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 ვბრძანებ:

 

მუხლი 1.  „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის" გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბერის №07 ბრძანებით  დამტკიცებულ აკრედიტაციის სისტემის წესებსა და პროცედურებში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

 
1. „საკ 1.1 : 2012 - აკრედიტაციის სქემები და საერთო პროცედურებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

                                                                                                           

ა)  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებული იქნე;

 

ბ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 

„ა) საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების აკრედიტაციის სქემა:

 

აკრედიტაციის  კრიტერიუმი

 (დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია)

სსტ ისო/იეკ 17025 : 2010 „საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი“.

 

აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა

 

საკ 1.3:2012 – „წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების სსტ ისო/იეკ 17025:2010-თან შესაბამისობაზე  აკრედიტაციისათვის“.

დანართები - იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge შესაბამის აკრედიტაციის სქემაში

 

აკრედიტაციაში

გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი

 

იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge

 

ბ) სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციის სქემა:

 

აკრედიტაციის კრიტერიუმი

(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია)

სსტ ისო 15189 : 2012/2015 „სამედიცინო ლაბორატორიები - მოთხოვნები ხარისხისა და კომპეტენტურობის მიმართ“.

 

 

აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა

 

საკ 1.4:2012 – „წესები და პროცედურები სამედიცინო ლაბორატორიების  სსტ ისო 15189:2012/2015-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“.

დანართები - იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge  შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.

 

აკრედიტაციაში

გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი

 

იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge

 

ბ.ა) აკრედიტაციის მაძიებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2016 წლის 1 მარტამდე სამედიცინო ლაბორატორიებმა აკრედიტებული სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა უზრუნველყონ სსტ ისო 15189:2012/2015-სტანდარტთან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ აკრედიტაცია. აღნიშნულ სტანდარტზე  გადასვლის პირობები ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემაში.

 

გ) პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემა:

 

აკრედიტაციის კრიტერიუმი

(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია)

 

სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014 „შესაბამისობის შეფასება - მოთხოვნები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების მიმართ“.

აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა

საკ 1.5:2012 – „წესები და პროცედურები პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“.

დანართები - იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge  შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.

 

აკრედიტაციაში

გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი

იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge

გ.ა) აკრედიტაციის მაძიებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2016 წლის 1 მარტამდე პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოებმა აკრედიტებული სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა უზრუნველყონ სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014-თან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ აკრედიტაცია.  აღნიშნულ სტანდარტზე  გადასვლის პირობები ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემაში.

 

დ)  პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემა:

 

აკრედიტაციის კრიტერიუმი

(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია)

 

 

სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 „ შესაბამისობის შეფასება -. ზოგადი მოთხოვნები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების მიმართ“.

აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა

საკ 1.6:2012  –  „წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 -თან  შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“.

დანართები - იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge  შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.

აკრედიტაციაში

გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი

 იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge

 

დ.ა) აკრედიტაციის მაძიებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2016 წლის 1 იანვრამდე პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოებმა აკრედიტებული სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა უზრუნველყონ სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014-თან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ აკრედიტაცია.  აღნიშნულ სტანდარტზე  გადასვლის პირობები ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემაში.

 

ე) მენეჯმენტის სისტემის აუდიტის და სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემა:

 

აკრედიტაციის კრიტერიუმი

(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია)

 

 

ისო/იეკ 17021:2011/2014 „შესაბამისობის შეფასება - მოთხოვნები ორგანოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მენეჯმენტის სისტემების აუდიტსა და სერტიფიკაციას“.

 

აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა

საკ 1.7:2012 – „წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების ისო/იეკ 17021:2011/2014 თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“.

დანართები - იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge  შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.

 

აკრედიტაციაში

გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი

 იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge

 

ვ) ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემა:

 

აკრედიტაციის კრიტერიუმი

(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია)

 

 

სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 „შესაბამისობის შეფასება - მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის“

აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა

საკ 1.8:2012 - წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2012/013-თან  შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის.

 

დანართები - იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge  შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.

 

აკრედიტაციაში

გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი";

 იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე:  www.gac.gov.ge

 

გ) მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით CD–ზე (შრიფტი – Sylfaen). განაცხადის ფორმები და შესაბამისი დანართები იხ. აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.

 2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადი მიიღება და რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში,  თუ  თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი.“;

 

დ)  მე-12 მუხლის მე-3 პუნტქის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

გ) კრიტიკული - პირველადი შეფასების შემთხვევაში, აკრედიტაცია არ გაიცემა ამ შეუსაბამობის აღმოფხვრამდე  და ერთობლივი შეთანხმებით შეუსაბამობის გამოსასწორებლად დგინდება გონივრული ვადა (არაუმეტეს 6 თვისა). შეუსაბამობის აღმოფხვრა დამოკიდებულია განმცხადებელზე. კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში შეფასების ჯგუფმა შესაძლოა მოითხოვოს ობიექტის ხელახალი შეფასება (ნაწილობრივ ან მთლიანად, შეუსაბამობის ადეკვატურად), რის შესახებაც მიეთითება შეუსაბამობის ფურცელში და შეფასების ანგარიშში. განმცხადებელმა უნდა აანაზღაუროს  განმეორებითი შეფასების სამუშაოების ღირებულება (ნაწილობრივ ან მთლიანად, გადასამოწმებელი სფეროების ადეკვატურად). მონიტორინგის დროს კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორების მაქსიმალური ვადა შეიძლება იყოს 1 კვირა. სხვა ვადა შეიძლება დადგინდეს საკითხის ტექნიკურ კომიტეტზე განსახილველად გადაცემის შემთხვევაში. კრიტიკული შეუსაბამობის არაღმოფხვრა ხდება აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივი ან მთლიანი შეჩერების მიზეზი. თუ მონიტორინგის და ზედამხედველობის დროს დაფიქსირდა იგივე კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც დაფიქსირებული იყო წინა შეფასების დროს, პირს შეუჩერდება აკრედიტაცია 3 თვემდე ვადით ნაწილობრივ ან სრულად შეუსაბამობის ადეკვატურად. აკრედიტაციის სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება;

 

ე)  მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: 

მუხლი 15. მონიტორინგი და ზედამხედველობა

1.      აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირების კონტროლს მონიტორინგის გზით. მონიტორინგის მიზანია დაადგინოს აკრედიტებული პირების საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

 

2. მონიტორინგის ფარგლებში:

ა) აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირის ყოველწლიურ გეგმურ მონიტორინგს  შეფასების  გზით;

ბ) აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს შეფასების გზით:

ბ.ა) ნორმატიულ აქტებში და აკრედიტაციის კრიტერიუმებში არსებითი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში;

ბ.ბ) იმ პირების აკრედიტაციის აღდგენის მიზნით, რომლებსაც საკუთარი განაცხადის საფუძველზე შეუჩერდათ აკრედიტაცია;

გ) აკრედიტებული პირები ვალდებულნი არიან მიაწოდონ აკრედიტაციის ცენტრს ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნისამებრ. ინფორმაციის არმიწოდება/არასრულად მიწოდება ხდება ზედამხედველობის ჩატარების ან/და აკრედიტაციის შეჩერების მიზეზი.

 

3. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ინტერვალია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 16 თვეს. აკრედიტებულმა პირმა მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით წერილობით შეუძლია მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს  აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე  2 თვით ადრე. თუ აკრედიტებული პირი ასეთი განაცხადით არ მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლის თარიღამდე, მაშინ მას შეუჩერდება აკრედიტაცია.

4. ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის  მხრიდან მომართვის/საჩივარის შემთხვევაში, სადაც ის გამოხატავს უკმაყოფილებას შესაბამისობის შემფასებლი ორგანოს საქმიანობის მიმართ, აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელობას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტებული პირის ზედამხედველობის ჩატარების თაობაზე. ზედამხედველობა ხორციელდება არგუმენტირებული ინფორმაციის შემთხვევაში.

5. მონიტორინგი და ზედამხედველობა ხორციელდება საკ 1:2:2012 – „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგის და ზედამხედველობის ჩატარების წესის" შესაბამისად.";

 

ვ) მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: 

„2. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შეიძლება განხორციელდეს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის და შეფასების  ჩატარების შედეგად, აკრედიტაციის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე. განმცხადებელი იხდის შესაბამის საფასურს დადგენილი წესით.

3. აკრედიტაციის სფეროს გაფართოების მიზნით ჩატარებული შეფასება, აკრედიტაციის მიზნით ჩატარებული შეფასების პროცესის იდენტურია. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს გეგმური მონიტორინგის პარალელურად.“;

 

ზ)  მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის შეჩერება, გაუქმება, შემცირება შესაბამისი აკრედიტაციის სფეროს მითითებით ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ შემდეგ შემთხვევებში:   

ა)     აკრედიტებული პირის წერილობითი მომართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში აკრედიტაციის  აღდგენა შესაძლებელია  არაგეგმური მონიტორინგის გზით,  რისთვისაც განმცხადებელი წერილობით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს შეჩერებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება;

ბ)    თუ აკრედიტებული პირი ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილი მონიტორინგის დადგენილ ვადებში განხორციელებას, მას შეუჩერდება აკრედიტაცია. ამ შემთხვევაში აკრედიტაციის  აღდგენა შესაძლებელია არაგეგმური მონიტორინგის გზით, რისთვისაც განმცხადებელი წერილობით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს შეჩერებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება;

გ) მონიტორინგის ან ზედამხედველობის დროს დაფიქსირებული კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ან შეუსაბამობის ფურცელში მითითებულ ვადებში შეუსაბამობების არგამოსწორების შემთხვევაში საკითხი განიხილება აკრედიტაციის კომიტეტზე და აკრედიტებულ პირს შეუჩერდება აკრედიტაცია ნაწილობრივ ან სრულად შეუსაბამობების ადეკვატურად. აკრედიტაციის სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება და აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია განმეორებითი აკრედიტაციის გზით. ხოლო, სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია დამატებით სფეროში აკრედიტაციის – სფეროს გაფართოების გზით. ორივე შემთხვევაში აკრედიტაციის მაძიებელი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს.

2. თუ მონიტორინგის და ზედამხედველობის დროს  დაფიქსირდა იგივე  კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც დაფიქსირებული იყო წინა შეფასების დროს, პირს შეუჩერდება აკრედიტაცია  3 თვემდე ვადით ნაწილობრივ ან სრულად, შეუსაბამობის ადეკვატურად. აკრედიტაციის სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება და აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია განმეორებითი აკრედიტაციის გზით. ხოლო სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია დამატებით სფეროში აკრედიტაციის – სფეროს გაფართოების გზით. ორივე შემთხვევაში  აკრედიტაციის მაძიებელი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს.

3. აკრედიტაციის შეჩერების, გაუქმების, შემცირების, აღდგენის შესახებ გამოიცემა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება, კეთდება შესაბამისი ცვლილება აკრედიტებულ პირთა რეესტრში და არგუმენტირებული მითითებით ეცნობება მეორე მხარეს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით ჩაბარდება ხელზე.“;

 

თ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმეორებითი აკრედიტაციის შემთხვევაში შეფასება მოიცავს აკრედიტაციის მაძიებელი პირის მენეჯმენტის სისტემისა და მისი საქმიანობის განმეორებით შემოწმებას და ის თავდაპირველი შეფასების მსგავსია.

2. რეკომენდირებულია, რომ აკრედიტებულმა ორგანომ უწყვეტი აკრედიტაციის სტატუსის შესანარჩუნებლად აკრედიტაციის ცენტრში წარადგინოს განაცხადი აკრედიტაციის მოწმობის ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე.“

 

თ) დანართი 2 ამოღებულ იქნეს.

 

2. საკ 1.2 : 2012 – „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჩატარების წესში" შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

) 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. მონიტორინგის ფარგლებში:

ა) აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირის ყოველწლიურ გეგმიურ მონიტორინგს  შეფასების  გზით;

ბ) აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს არაგეგმიურ მონიტორინგს შეფასების გზით:

ბ.ა) ნორმატიულ აქტებში და აკრედიტაციის კრიტერიუმებში არსებითი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში;

ბ.ბ) იმ პირების აკრედიტაციის აღდგენის მიზნით, რომლებსაც საკუთარი განაცხადის საფუძველზე შეჩერდათ აკრედიტაცია;

გ) აკრედიტებული პირები ვალდებულნი არიან მიაწოდონ აკრედიტაციის ცენტრს ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნისამებრ. ინფორმაციის არმიწოდება/არასრულად მიწოდება ხდება ზედამხედველობის ჩატარების ან/და აკრედიტაციის შეჩერების მიზეზი.";

 

) მე-2 მუხლის 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ინტერვალია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 16 თვეს.  აკრედიტებულმა პირმა მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით წერილობით შეუძლია მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს,  აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე  2 თვით ადრე. თუ აკრედიტებული პირი ასეთი განაცხადით არ მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლის თარიღამდე, მაშინ მას შეუჩერდება აკრედიტაცია.“.

 

დ) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„13. მონიტორინგის ან ზედამხედველობის დროს:

ა) დაფიქსირებული კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ან შეუსაბამობის ფურცელში მითითებულ ვადებში შეუსაბამობების არგამოსწორების შემთხვევაში საკითხი განიხილება აკრედიტაციის კომიტეტზე და აკრედიტებულ პირს შეუჩერდება აკრედიტაცია ნაწილობრივ ან სრულად შეუსაბამობების ადეკვატურად. აკრედიტაციის სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება და აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია განმეორებითი აკრედიტაციის გზით. ხოლო სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში, აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია დამატებით სფეროში აკრედიტაციის – სფეროს გაფართოების გზით. ორივე შემთხვევაში, აკრედიტაციის მაძიებელი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს;

ბ) დაფიქსირდა იგივე  კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც დაფიქსირებული იყო წინა შეფასების დროს,  პირს შეუჩერდება აკრედიტაცია 3 თვემდე ვადით ნაწილობრივ ან სრულად შეუსაბამობის ადეკვატურად. აკრედიტაციის სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება და აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია განმეორებითი აკრედიტაციის გზით. ხოლო სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში, აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია დამატებით სფეროში აკრედიტაციის – სფეროს გაფართოების გზით. ორივე შემთხვევაში, აკრედიტაციის მაძიებელი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს.“.

 

) მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს არაგეგმურ მონიტორინგს შეფასების გზით, ნორმატიულ აქტებში და აკრედიტაციის კრიტერიუმებში არსებითი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში დააგრეთვე იმ პირების აკრედიტაციის აღდგენის მიზნით, რომლებსაც საკუთარი განაცხადის საფუძველზე შეუჩერდათ აკრედიტაცია.

2. არაგეგმიური მონიტორინგი ხორციელდება აკრედიტებული პირთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.“.

 

) მე-4 მუხლის 1-ლი,  მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის  მხრიდან მომართვის/საჩივრის შემთხვევაში, სადაც ის გამოხატავს უკმაყოფილებას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ, აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელობას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტებული პირის ზედამხედველობის ჩატარების თაობაზე. ზედამხედველობა ხორციელდება არგუმენტირებული ინფორმაციის შემთხვევაში.

2. გენერალური დირექტორის დავალებით პასუხისმგებელი პირი ახორციელებს მომართვასთან/საჩივართან დაკავშირებული მასალების შესწავლას, რისთვისაც აკრედიტებული პირისაგან შესაძლოა გამოთხოვნილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია.   საჭიროების შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას  ზედამხედველობის ჩატარების მიზნით ადგილზე  ვიზიტის ჩატარების შესახებ, რის თაობაზეც ეცნობება აკრედიტებულ პირს.

3. ზედამხედველობას ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული შემფასებელთა ჯგუფი. საჭიროების შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ზედამხედველობის სამუშაოებში მეთვალყურის სტატუსით რთავს დაინტერესებული ადმინისტრაციული და სამოქალაქო ორგანოების წარმომადგენლებს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს აკრედიტირებულ პირს. აკრედიტირებული პირის მიერ ზედამხედველობის ჩატარებაზე უარს მოჰყვება აკრედიტაციის შეჩერება,  გაუქმება ან შემცირება.“.

 

3. „საკ 1.3:2012  -  წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრებელი  ლაბორატორიების  სსტ ისო/იეკ 17025:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა)   მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს განაცხადი საგამოცდო/საკალიბრებელი ლაბორატორიის აკრედიტაციაზე და თანდართული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე (დოკუმენტაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით - შრიფტი - Sylfaen), იხ. დანართები აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.

2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადი რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში, თუ თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი.

 3. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია გამოცდის/დაკალიბრების   თაობაზე. მათ შორის, შესაბამისი სტანდარტები და დაკალიბრების მეთოდიკები. ასევე,   მონაცემები და გეგმა-გრაფიკი საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილეობის შესახებ.“.

 

ბ) მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული  პირების კონტროლს – ყოველწლიურ გეგმურ მონიტორინგს. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ინტერვალია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 16 თვეს. აკრედიტებულმა პირმა მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით წერილობით შეუძლია მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს  აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე  2 თვით ადრე. თუ აკრედიტებული პირი ასეთი განაცხადით არ მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს, აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლის თარიღამდე, მაშინ მას შეუჩერდება აკრედიტაცია.“. 

 

გ)  „დანართები“,  „დანართი 1“,  „დანართი 2“, „დანართი 3“, „დანართი 4“ ამოღებულ იქნეს.

 

4. „საკ 1.4 :2012 - წესები და პროცედურები სამედიცინო  ლაბორატორიების სსტ ისო 15189:2011-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკ 1.4 :2012 - წესები და პროცედურები სამედიცინო  ლაბორატორიების სსტ ისო 15189:2012/2015-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“.

 

ბ)   1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის სპეციფიკურ პროცედურებს სამედიცინო ლაბორატორიების სსტ ისო 15189:2012/2015 სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაციის პროცედურები ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში.

 

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, ასევე სსტ ისო/იეკ 17000:2010, სსტ ისო 15189:2012/2015 სტანდარტების ტერმინები და განმარტებები.“.

 

დ)   მე-3 მუხლის  1-ლი,  მე-2  და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს განაცხადი სამედიცინო ლაბორატორიის აკრედიტაციაზე და თანდართული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე (დოკუმენტაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით – შრიფტი – Sylfaen). იხ. დანართები აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.

 2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადი რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურში, თუ თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი.

 3. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია სამედიცინო   ლაბორატორიის თაობაზე. მათ შორის, შესაბამისი სტანდარტები და გამოცდის მეთოდები. მონაცემები და გეგმა-გრაფიკი საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილობის შესახებ.“.

 

ე) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი წამყვანი შემფასებლის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოს და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო 15189:2012/2015 სტანდარტთან  შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე, დააზუსტოს განცხადებული აკრედიტაციის სფერო.“.

 

ვ) მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული  პირების კონტროლს – ყოველწლიურ გეგმურ მონიტორინგს. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ინტერვალია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 16 თვეს. აკრედიტებულმა პირმა მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით წერილობით შეუძლია მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს,  აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე  2 თვით ადრე. თუ აკრედიტებული პირი ასეთი განაცხადით არ მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლის თარიღამდე, მაშინ მას შეუჩერდება აკრედიტაცია.“. 

 

ზ) „დანართები“, „დანართი 1“,  „დანართი 2“, „დანართი 3“, „დანართი 4“, „დანართი 5“ ამოღებულ იქნეს.

 

5. „საკ 1.5:2012 – წესები და პროცედურები პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების

სსტ ისო/იეკ სახელმძღვანელო 65:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა) საკ 1.5:2012-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკ 1.5:2012 – „წესები და პროცედურები პროდუქტების, პროცესების და მომსახურების  სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“;

 

ბ)   1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის პროცედურებს პროდუქტის, მომსახურების და პროცესების სერტიფიკაციის ორგანოების, სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014 „შესაბამისობის შეფასება – მოთხოვნები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების მიმართ“ სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაცია ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში.“;

 

გ)   მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, ასევე სსტ ისო/იეკ 17000:2010 და სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014 -ის ტერმინები და განმარტებები.";

 

დ)   მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს განაცხადი პროდუქტის, მომსახურებისა და პროცესების სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციაზე და თანდართული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე (დოკუმენტაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით – შრიფტი – Sylfaen). იხ. დანართები აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.“

 2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადი რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში, თუ თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი.“;

 

ე) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი, წამყვანი შემფასებლის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს, წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოსა და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014 სტანდარტთან შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს განმცხადებლის აკრედიტაციის სფერო.“;

 

ვ) მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული  პირების კონტროლს – ყოველწლიურ გეგმურ მონიტორინგს. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ინტერვალია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 16 თვეს. აკრედიტებულმა პირმა მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით წერილობით შეუძლია მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს  აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე  2 თვით ადრე. თუ აკრედიტებული პირი ასეთი განაცხადით არ მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლის თარიღამდე, მაშინ მას შეუჩერდება აკრედიტაცია.“; 

 

ზ) „დანართები“ და  „დანართი №2”  ამოღებულ იქნეს.

 

6. „საკ 1.6 : 2012 - წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა)  საკ 1.6 : 2012-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკ 1.6 : 2012 წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 -თან   შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“;

 

ბ)  1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის სპეციფიკურ პროცედურებს პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების – სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014   „შესაბამისობის შეფასება ზოგადი მოთხოვნები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების მიმართ“ სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად (მათ შორის, ბუღალტერთა  ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციების აკრედიტაციისათვის). აკრედიტაცია ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში.“;

 

გ)  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ ასევე სსტ ისო/იეკ 17000:2010 და ისო/იეკ 17021:2011/2014  სტანდარტების ტერმინები და განმარტებები.“;

 

დ)  მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს განაცხადი პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციაზე და თანდართული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე (დოკუმენტაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით – შრიფტი – Sylfaen). იხ. დანართები აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.

2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადი რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში, თუ თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი.“;

 

ე) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი, წამყვანი შემფასებლის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოსა და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014   სტანდარტთან  შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს განცხადებული აკრედიტაციის სფერო.“;

 

ვ)  მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული  პირების კონტროლს – ყოველწლიურ გეგმურ მონიტორინგს. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ინტერვალია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 16 თვეს. აკრედიტებულმა პირმა მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით წერილობით შეუძლია მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს  აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე  2 თვით ადრე. თუ აკრედიტებული პირი ასეთი განაცხადით არ მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლის თარიღამდე, მაშინ მას შეუჩერდება აკრედიტაცია.“; 

 

ზ) „დანართები“,  „დანართი №1”  და  „დანართი №2”  ამოღებულ იქნეს.

 

7. „საკ 1.7:2012 –„წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების ისო/იეკ 17021:2011-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

ა) საკ 1.7:2012“-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკ 1.7:2012 –„წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების სსტ ისო/იეკ 17021:2011/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“;

 

ბ)  1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის სპეციფიკურ პროცედურებს მენეჯმენტის სისტემის აუდიტისა და სერტიფიკაციის ჩამტარებელი ორგანოების – სსტ ისო/იეკ 17021:2011/2014 „შესაბამისობის შეფასება მოთხოვნები ორგანოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მენეჯმენტის სისტემების აუდიტსა და სერტიფიკაციას“ სტანდარტთან  შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაცია ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში.";

 

გ)  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ ასევე, სსტ ისო/იეკ 17000:2010 და სსტ ისო/იეკ 17021:2011/2014 სტანდარტის ტერმინები და განმარტებები.";

 

დ) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს განაცხადი აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემის  სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციაზე და თანდართული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე (დოკუმენტაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით – შრიფტი –Sylfaen). იხ. დანართები აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.“;

 

ე)  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადი რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში, თუ თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი.“;

 

ვ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი წამყვანი შემფასებლის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოსა და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო/იეკ 17021:2011/2014  სტანდარტთან  შესაბამისობაზე.";

 

ზ)  მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული  პირების კონტროლს – ყოველწლიურ გეგმურ მონიტორინგს. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ინტერვალია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 16 თვეს. აკრედიტებულმა პირმა მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით წერილობით შეუძლია მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს  აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე  2 თვით ადრე. თუ აკრედიტებული პირი ასეთი განაცხადით არ მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლის თარიღამდე, მაშინ მას შეუჩერდება აკრედიტაცია.“; 

 

თ) „დანართები“,  „დანართი №1”  და  „დანართი №2”  ამოღებულ იქნეს.

 

8.  „საკ 1.8:2012 –„წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2010 - თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“  შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 

ა) „საკ 1.8:2012-ის  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„საკ 1.8:2012 –„წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“.

 

ბ)   1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის პროცედურებს ინსპექტირების ორგანოების, სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 „შესაბამისობის შეფასება მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის“ სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაცია ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში.“;

 

გ) 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

დ) 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს კანონმდებლობით რეგულირებული სფეროსათვის (იქ სადაც კონკრეტული ობიექტის ინსპექტირება სავალდებულოა) სამუშაოების ჩასატარებლად აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო უნდა იყოს A ტიპის, სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013-ის  მოთხოვნების შესაბამისად და აკმაყოფილებდეს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“;

 

ე)    მე- 3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება, საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, ასევე სსტ ისო/იეკ 17000:2010 და სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 სტანდარტის ტერმინები და განმარტებები.“;

 

ვ)  მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს განაცხადი ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციაზე და თანდართული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე (დოკუმენტაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით – შრიფტი – Sylfaen). იხ. დანართები აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე, შესაბამის აკრედიტაციის სქემაში.

2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე  წარმოდგენილი განაცხადი რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში, თუ თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი.“;

 

ზ)  მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი, წამყვანი შემფასებლის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოს და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 სტანდარტთან  შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს განცხადებული აკრედიტაციის სფერო.“;

 

თ)  მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული  პირების კონტროლს – ყოველწლიურ გეგმურ მონიტორინგს. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ინტერვალია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 16 თვეს. აკრედიტებულმა პირმა მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით წერილობით შეუძლია მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს  აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე  2 თვით ადრე. თუ აკრედიტებული პირი ასეთი განაცხადით არ მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლის თარიღამდე, მაშინ მას შეუჩერდება აკრედიტაცია.“; 

 

ი) „დანართები“,  „დანართი №2“, „დანართი №3“  და „დანართი №4“ ამოღებულ იქნეს. 

 

9. „საკ 1.9:2012 - აკრედიტაციის კომიტეტის წესები და პროცედურები“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 

ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონიტორინგის შედეგად კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას აკრედიტაციის გაგრძელების, შეჩერების, გაუქმების, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების ან შემცირების თაობაზე.“;

 

ბ) მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოების რეგისტრაციის საკითხს.          

 

10. „საკ 1.10:2012 აკრედიტებულ პირთა  რეესტრის წარმოების წესი“  შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 

ა) 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის მოვალეობას წარმოადგენს აკრედიტაციის სისტემის რეესტრის წარმოება წინამდებარე წესის თანახმად.“;

 

ბ) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეესტრში აკრედიტებული პირების რეგისტრაციას, ამოღებას, ცვლილებების შეტანასა და სხვა პროცედურებს აწარმოებს აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციული სამსახური.“.

 

11. „საკ 1.11 : 2012  აპელაციებისა და საჩივრების განხილვის პროცედურა" შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 

„ა) მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„1. აპელაცია ან/და საჩივარი უნდა დარეგისტრირდეს აკრედიტაციის ცენტრის  ადმინისტრაციულ სამსახურში.“;

 

ბ) მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„1. საჩივარი, რომელიც არ ეხება აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობას, უნდა დაუბრუნდეს აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ წარმომდგენ ორგანოს მიზეზების მითითებით 10 დღის ვადაში.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“–ს გენერალური დირექტორიპაატა გოგოლიძე