დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.159.016207 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №23 დადგენილებით (www.matsne.gov.ge), 18/07/2014, 010250050.35.159.016155) დამტკიცებულ დანართ №1-ში შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი: 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და შემდეგი განყოფილებებისაგან: ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება; ბ) მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება; გ) ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება. 2. მე-3 მუხლს დაემატოს ჯ1 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯ¹) ადგილობრივი მოსაკრებლების წესების შემუშავება, კონტროლი და შესაბამისი ღონიძიებების გატარება.". 3. დაემატოს მუხლი 6: „მუხლი 6. ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ფუნქციები: ა) ადგილობრივი მოსაკრებლების პროგრამების შემუშავება; ბ) ადგილობრივ მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის შექმნა და მოსაკრებლების გადახდის კონტროლი შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე; გ) მოსაკრებელს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების შედგენა; დ) ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ღონისძიებების გატარება; ე) ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და გამგებლისათვის წარდგენა.". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები