„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 13/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.143.016338
29
06/07/2015
ვებგვერდი, 09/07/2015
010250000.35.143.016338
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2015 წლის 6 ივლისი

ქ. ხაშური

 

“ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 აპრილის №33 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge,  08/04/2013, 010250000.35.143.016168) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის 2 წლის გამოცდილება;

დ) „ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  გამოცხადებული კონკურსისა და  ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“  სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით გათვალისწინებული თემატიკისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებით  დამტკიცებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის" ცოდნა.".

ბ)  ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-2 პუნქტი და  დანართი №1.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე