„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016204
25
06/07/2015
ვებგვერდი, 09/07/2015
010250050.35.159.016204
„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2015 წლის 6 ივლისი

ქ. მარნეული

 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტი და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №22 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 18/07/2014, 010250050.35.159.016154)  დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი:
ვ) ანალიტიკური განყოფილება.".
2. მე-3 მუხლს დაემატოს ,,რ“ პუნქტი:
„რ) სტატისტიკისა და ანალიზის წარმოებას.".


3. დაემატოს მუხლი 9:
„მუხლი 9. ანალიტიკური განყოფილების ფუნქციები:

ა) მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, ერთიანი ელექტორონული ბაზის წარმოება;

ბ) სტატისტიკურ მონაცემთა სისტემატიზაცია და შესაბამისი ნიშნით კლასიფიკაცია;

გ) სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევების წარმოება;

დ) დასმული საკითხების ანალიზისა და იდენტიფიცირებული პრობლემების მოგვარების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი