„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.175.016082
30
06/07/2015
ვებგვერდი, 08/07/2015
010250050.35.175.016082
„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2015 წლის 6 ივლისი

ქ. მცხეთა

 

„ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის  3 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010250050.35.175.016055. 20/01/2015) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის  მე-7 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მერვე პუნქტი:

„8. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და წახალისების ფორმების გამოყენების თაობაზე, რაზედაც გამოსცემს ბრძანებას. აღნიშნული პირების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და წახალისების ფორმების გამოყენების საკითხები რეგულირდება წესით, რომელსაც ამტკიცებს მერი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი