დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.143.016336 |
|
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 სექტემბრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 06.10.2014; 010260020.35.143.016288) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 1. გამგეობის საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას და საბუღალტრო მომსახურებას.“ ; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
| მუხლი 2 |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის და სამსახურის მოხელეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ბუღალტრული აღრიცხვა - ანაგარიშგების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-17 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად."; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,წ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,წ) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას;“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ჭ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჭ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას;“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ხ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ხ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ჯ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჯ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;“ ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ჰ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჰ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და გამგებლის წარმომადგენლის სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას;“; თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს ,,ჰ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჰ1) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები