„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016263
20
07/07/2015
ვებგვერდი, 09/07/2015
010260020.35.117.016263
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2015 წლის 7 ივლისი

ქ. ამბროლაური

 

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“-ში (www.matsne.gov.ge; 07.08.2014 წ; სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016188) შევიდეს შემდეგი  ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებების და  სამსახურის მოხელეებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: იურიდიული განყოფილება და საორგანიზაციო განყოფილება.“;

ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი:

 „მუხლი 32. აორგანიზაციო განყოფილების ძირითადი ფუნქციები

 საორგანიზაციო განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება და სრულყოფა;

ბ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია;

გ) მოქალაქეებთან შეხვედრის ორგანიზება;

დ) გამგეობის საინფორმაციო - საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირება;

ე) ვებგვერდის ადმინისტრირება;

ვ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისათვის პრესკონფერენციების მომზადება;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.”,

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი