საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 316
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018701
316
06/07/2015
ვებგვერდი, 07/07/2015
040030000.10.003.018701
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №316

2015 წლის 6 ივლისი

ქ.თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამონაცვლეობისა და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილების შესახებ

მუხლი 1
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (19 თებერვალი, 2015 წელი, №3094-IIს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) განისაზღვროს ლიკვიდირებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო მედიაციის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) უფლებამონაცვლედ შემდეგ საკითხებში:

ა) 2015 წლის 27 აპრილამდე  წარმოქმნილ დე­ბი­ტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა ანაზღაურების ნაწილ­ში;

ბ) მოძრავი ქონე­ბის და ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობისა და მოქმედი კანონმდებლობით განკარგვის ნაწილში;

გ) სასამართლოში სამსახურის მონაწილეობით, 2015 წლის 27 მარტამდე დაწყებული საქმეების დასრულებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელებისა და შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის ნაწილში.

2. სამინისტრომ უზრუნველყოს სამსახურის ლიკვიდაციის შემდგომ შეწყვეტილი სასარჩელო წარმოების მონაწილე მხარეების მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის მხარეებისათვის უკან დაბრუნება. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი