ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

  • Word
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1385
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019504
  • Word
1385
30/06/2015
ვებგვერდი, 10/07/2015
000000000.00.003.019504
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1385

2015 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:

ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 102.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მცხეთა, სოფელი ძეგვი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 72.11.10.230, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 510.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარდენახი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 51.15.76.300, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

გ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 32.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯორჯიაშვილი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 84.03.40.129, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

დ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 309.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა გუდაური, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 74.06.11.757, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ე) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 420.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: თიანეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზარიძეები, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 73.01.21.091, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყოს მის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.

 

პრემიერ-მინისტრი          ირაკლი ღარიბაშვილი