დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.143.016333 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 დეკემბრის №74 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 15.12.2014; 190020020.35.143.016303) ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
". ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
". გ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9 187,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
". დ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6 420,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 528,6 ათასი ლარის ოდენობით
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 108,6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
". ე) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.ა) გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) დიდთოვლობის შედეგად მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის განხორციელდება ხაშურში ცენტრალური ქუჩების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და მუნიციპალიტეტის დასახლებასთან დამაკავშირებელი შიდა გზების გაწმენდა თოვლის საფარისაგან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება და მოწყობა. განხორციელდება მიწისქვეშა გადასასვლელის კეთილმოწყობა. დასრულდება ქალაქ ხაშურში და დაბა სურამში ქუჩების მოასფალტება და ტროტუარების კეთილმოწყობა, ასევე სოფელ ქვიშხეთში 2014 წლის 13 აგვისტოს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით დაგეგმილია სატრანსპორტო საშუალების (ტრაქტორის) შესყიდვა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით გამოყოფილი თანხით გათვალიწინებულია ხაშურში ვაჟა-ფშაველას ქუჩის, დაბა სურამში პუშკინისა და რუსიას ქუჩების სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისა და მოასფალტების სამუშაოები. დაგეგმილია აგრეთვე ხაშურში თამარ მეფის ქუჩაზე საყრდენი კედლის მოწყობა-მოპირკეთების სამუშაოები, ხოლო ხაშურში და დაბა სურამში ქუჩების ორმოული შეკეთების სამუშაოები. "; ზ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ხაშურში და დაბა სურამში ცენტრალური ქუჩების დაგვა-დასუფთავება, ბორდიურებისა და კიუვეტების გაწმენდა, ხაშურის მუნიციპალიტეტზე გამავალი გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიების გასუფთავება, ხაშურის, დაბა სურამის და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. დაგეგმილია აგრეთვე სოფელ წრომში სანაგვე ურნების შესყიდვა."; თ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ი) ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 11) დაგეგმილია 2014 წელში დაწყებული სამუშაოების დასრულება, გათვალისწინებულია აგრეთვე ხაშურში თამარ მეფის ქუჩა №12-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება."; ი) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ზ) ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) დასრულდება ქალაქ ხაშურსა და დაბა სურამში მდინარე სურამულას დამცავი კედლების ავარიული მონაკვეთების რეაბილიტაცია, ასევე დასრულდება სოფელ ქვიშხეთში მდინარე შოლას მონაკვეთზე ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით გამოყოფილი თანხით დაგეგმილია ხაშურში მდინარე სურამულაზე და დაბა სურამში მდინარე ბიჯნისულაზე ახალი ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, დაგეგმილია აგრეთვე ხაშურსა და დაბა სურამში ნაპირსამაგრი ნაგებობებისა და ხიდების რეაბილიტაცია."; კ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) სპორტული სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და მათი ფიზიკური აღზრდის მიზნით დაფინანსდება სპორტული სკოლა, რომელშიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ფეხბურთი, კალათბურთი, ქართული ჭიდაობა, ჭიდაობა-ძიუდო, ჭიდაობა-სამბო, თავისუფალი ჭიდაობა, ჭადრაკი, ჩოგბურთი, ძალოსნობა, მძლეოსნობა, რაგბი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) ვარჯიშობს 1181 ბავშვი. ". ლ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები