„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 206
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016771
206
07/07/2015
ვებგვერდი, 07/07/2015
200090000.22.033.016771
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №206

2015 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 232 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სსა-ის/ტექნიკური საშუალების ფისკალურ ან სსა-თან/ტექნიკურ საშუალებასთან დაკავშირებულ მოწყობილობაში არსებულ მეხსიერებაზე (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში–ფისკალური მეხსიერება),  თითოეული ჩეკის შესახებ ინფორმაციის SAM მოდულის მეშვეობით დაშიფრულ/ელექტრონულ ხელმოწერასთან ერთად შენახვის შესაძლებლობა არანაკლებ 3 თვის ვადით, ხოლო ,,Z“ ანგარიშის შესახებ ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა არანაკლებ საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადით.“; 

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ,,SAM მოდულის შესახებ“, შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული პროტოკოლი, რომელიც მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მოიცავს SAM მოდულისათვის ინფორმაციის მიწოდების, წაკითხვის და შემოსავლების სამსახურის სერვერზე ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის (მიღების/გადაცემის) წესს, აგრეთვე, განსაზღვრავს  SAM მოდულის მეშვეობით ხელმოწერილი ჩეკის უნიკალური ნიშნის–შტრიხკოდის ტიპს და მასში დასაბეჭდ ინფორმაციას, განთავსებული უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

2. 235 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) არ არის ჩართული ფისკალური მეხსიერება და მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების განხორციელება ხდება არაფისკალური რეჟიმით.“;

ბ) მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. აგს-ში ტექნიკური საშუალების დაზიანების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ამ დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ოპერაციები და წერილობით ან ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, გონივრულ ვადაში აცნობოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნულის თაობაზე.  ასეთ შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია გამოიყენოს სსა ან ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატი.“;

გ) მე-11 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ვერ ღებულობს მონაცემებს, რომელიც დაცულია ფისკალურ მეხსიერებაში, რაც აუცილებელია საგადასახადო ორგანოების მხრიდან სათანადო კონტროლის განსახორციელებლად.“.

3. 236 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სსა-დან/ტექნიკური საშუალებიდან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით  ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ.“;

ბ)  მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სსა-დან/ტექნიკური საშუალებიდან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ და დაადგინოს ამ თანხების პირის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახვის სისწორე;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური