„საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ” შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 313
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.018698
313
06/07/2015
ვებგვერდი, 07/07/2015
480140000.10.003.018698
„საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ” შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №313

2015 წლის 6 ივლისი

ქ.თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ” შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2015 წლის 26 ივნისს  ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ” შეთანხმება.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ჩილეს რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნულ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი