დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქურთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ქურთას მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.146.016097 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 25/12/2014; 190020020.35.146.016089) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 277.9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 277.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
". ბ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია, თანდართული რედაქციით:
". გ) დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობა. (პროგრამული კოდი 0200) საქართველოს სამხედრო საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქურთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქურთის მუნიციპალიტეტის ეკონომიური განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მათავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, კერძოდ, დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. ა) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ა) გორის ვერხვების დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის სარიაბილიტაციო სამუშაოები, სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით კოდის დევნილთა დასახლებაში ჭაბურღილისა და წყალსადაწნეო კოშკის მოწყობა. წეროვანის დევნილთა დასახლებაში სანიაღვრე არხის მოწყობა, შიდა საუბნო გზის მოხრეშვა კარალეთის დევნილთა დასახლებაში. ბ) კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში გასართობი პარკის მოწყობა, გორის მუნიციპალიტეტის სკრის, შავშვების, ხურვალეთის, ბერბუკის, თელიანის და მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანის დევნილებისთვის კოტეჯებში დაზიანებულ იატაკებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. სულ 36 (ოცდათექვსმეტ) კოტეჯს. გ) განხორციელდება დევნილთა დასახლებებში საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, ვერხვების დევნილთა დასახლებაში მოსაცდელის მოსყობა და სხვა კეთილმოწყობითი ღონისძიებები.
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06.01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კატეგორიის დევნილთა ერთჯერადი ფულადი დასახლების პროგრამის დაფინანსება. დევნილთა იმ დასახლებებში, სადაც არ არის გაზიციფირება, მოხდება მათი შეშით უზრუნველყოფა ზამთრის სეზონისათვის. საქაშთის დევნილთა საცხოვრებელი კოტეჯების დათბუნება მინა ბამბით. ასევე დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა საკვები პროდუქტით უზრუნველყოფა და სხვა სოციალური პროგრამების დაფინანსება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს მათ სრულ დაფინანსებას, რაც საფუძველია სამომავლოდ ბავშვთა უკეთესი განვითარების. ა) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება (პროგრამული კოდი 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში ალტერნატიური საბავშვო ბაღისა და კოდის საბავშვო ბაღების დაფინანსება. სკოლამდელი აღზრდის მრავალმხრივი განვითრების ხელშეწყობა, რაც წინაპირობაა ადამიანის სწორი აღზრდისა და განვითარების. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი დააფინანსებს საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო ხარჯებს. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის დევნილი მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურული პროგრამების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ორი სპორტული სკოლის და 65-მდე სპორტსმენის ფინანსური მხარდაჭერა, რათა სპორტსმენებს ჰქონდეთ ვარჯიშისათვის შესაბამისი პირობები და სტიმული თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის. 2015 წლის პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია მათი, როგორც ქურთის მუნიციპალიტეტის ააიპ-ების სუბსიდირება. ა.ა) კრივისა და ჭიდაობის სასპორტო სკოლა (05 01 01)-სკოლაში ფუნქციონირებს ორი ჯგუფი. სკოლა ემსახურება 25 მოსწავლეს, სკოლა მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მაღალი დონის შეჯიბრებებში. ა.ბ) საფეხბურთო სკოლა „აჩაბეთი” (05 01 02)-, სკოლაში ფუნქციონირებს ორი ჯგუფი, სკოლა ემსახურება 40 მოსწავლეს. სკოლა გაწევრიანებულია ელიტ ჯგუფში, აქვს წარმატებები. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: ბ.ა) საგამომცემლო სახლი „ხეობის მაცნე” (05 02 04) - გაზეთი „ხეობის მაცნე”, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ინფორამციებს, გაზეთი გამოდის ყოველთვიურად 900 ტირაჟით, უფასოდ ვრცელდება დევნილთა დასახლებებში; ბ.ბ) მუსიკალური სკოლა „ჰარმონია” (05 02 01). სკოლა ემსახურება 25 (ოცდახუთი) მოსწავლის მუსიკალური განთლების აღზრდას. სწავლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებზე გაიცემა სწავლის დამადასტურებელი ატესტატი. გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
დ) დადგენილების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 13. ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები