დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სავალდებულო ხანძარსაწინააღდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 957 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 19/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/07/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.130.000.05.001.001.712 |
საქართველოს კანონი
„სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3(10), 1999 წელი, მუხ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების მიერ დასაზღვევი ობიექტის უკანასკნელი სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევის და შემოწმების აქტის ასლი.“.
2. მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მზღვეველი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებს;“.
3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3 ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ შეღავათებს დამზღვევს გაუწევენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები სათანადო აქტის საფუძველზე.“.
4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები ვალდებულნი არიან სავალდებულო ხანძარ-საწინააღმდეგო დაზღვევის უქონლობის გამოვლენის შემთხვევაში გამოიყენონ „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი.
№957–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები