დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.164.016179 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 4.08.2014 წ., 010250020.35.164.016119) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. აპარატის ელექტრონული საქმისწარმოება ა) საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება; ბ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად; გ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის მეშვეობით; დ) საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“; ე) საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი“. 2. საკრებულოს აპარატის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი: „მუხლი 10. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა 1. საკრებულოს რეგლამენტის 51 მუხლით განსაზღვრული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს: ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა 2015 წლის 31 დეკემბრამდე; ბ) ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ დანერგვა 2016 წლის 30 აპრილამდე; გ) საკრებულოს აპარატის მოხელეთა სწავლება ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამის ეფექტიანი გამოყენების მიზნით. 2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე საკრებულოს აპარატის საქმის წარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები