დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.164.016178 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16.07.2014 წ., 010250040.35.164.016109) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები: ,,მუხლი 51. საკრებულოს საქმისწარმოება 1. საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება. 2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო-საბიუჯეტო დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად. 3. საკრებულოში ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ერივნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის მეშვეობით. 4. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“. მუხლი 52. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა 1. საკრებულოს რეგლამენტის 51 მუხლით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს: ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა 2015 წლის 31 დეკემბრამდე; ბ) ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის ,,მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ დანერგვა 2016 წლის 30 აპრილამდე; გ) საკრებულოს აპარატის მოხელეთა სწავლება ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით. 2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე საკრებულოს საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები