დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.162.016335 |
|
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 48-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად ახმეტის მუნიციპალიტეტში იმ ადმინისტრაციული ერთეულების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა და შესაბამისად არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირებისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირებისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ნარჩენების მართვის კოდექსის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.
2. განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად ახმეტის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ახმეტის მუნიციპალიტეტში იმ ადმინისტრაციული ერთეულების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა
|
1. ხალაწანის ადმინისტრაციული ერთეული;
2. შახვეტილას ადმინისტრაციული ერთეული; 3. კასრისწყალის ადმინისტრაციული ერთეული; 4.თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული. |
დანართი №2
|
ახმეტის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას
|
ქ. ახმეტის ადმინისტრაციულ ერთეულში:
1. ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერი; 2. 9 აპრილის სკვერი; 3. კულტურის სახლის წინ არსებული სკვერი; 4. რუსთაველის ქუჩაზე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი; 5. შინმოუსვლელთა მემორიალის ტერიტორიაზე არსებული სკვერი; 6. ყაზბეგის ქუჩაზე არსებული სკვერი; 7. მელიატორთა დასახლებასთან არსებული სკვერი; 8. რუსთაველის ქუჩაზე (სათიანოში) არსებული სკვერი; 9. სკოლა-ინტერნატთან არსებული სკვერი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები