დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016502 |
|
„საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებით (სსმ,100110000.22.038.016310, 10.04.2014წ.) დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დაწესებულებებიდან (შემდგომში – დაწესებულება) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა (შემდგომში – პაციენტი) სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა (შემდგომში-სამკურნალო დაწესებულება) და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარებილიტაციო ცენტრში (შემდგომში-ცენტრი) გეგმური ან გადაუდებელი გადაყვანა ხორციელდება სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი) რეკომენდაციის საფუძველზე დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.“; ბ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება წერილობით, ხოლო გადაუდებელი გადაყვანისას საკომუნიკაციო საშუალებით, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – პენიტენციური დეპარტამენტი) დირექტორის პირველ მოადგილეს, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარ სამმართველოს და სამედიცინო დეპარტამენტს. 11. დაწესებულების დირექტორის წერილობითი უარი პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში გადაყვანის შესახებ უნდა იყოს არგუმენტირებული და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სამედიცინო დეპარტამენტს.“. |
2.
მე- 2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაწესებულებიდან/სამკურნალო დაწესებულებიდან/ცენტრიდან პაციენტის სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, საერთო პროფილის საავადმყოფოში გეგმური ან გადაუდებელი წესით გადაყვანა ხორციელდება სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაწესებულების/სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის დირექტორი პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ინფორმაციას გადასაყვანი პაციენტის შესახებ.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პაციენტს ესაჭიროება გეგმური სამედიცინო მომსახურება, სამედიცინო პროგრამაში ენიჭება რიგითი ნომერი და მისი საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ რეკომენდაცია, გადაყვანამდე არანაკლებ ერთი დღით ადრე, ეგზავნება პენიტენციურ დეპარტამენტს და დაწესებულების/სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის მთავარ ექიმს.“; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცეს ბრძანება პაციენტის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე.“; ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დაწესებულებიდან/სამკურნალო დაწესებულებიდან/ცენტრიდან პაციენტის სასამართლო-სამედიცინო ან/და სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით.“; ვ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი უარი პაციენტის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ უნდა იყოს არგუმენტირებული და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამედიცინო დეპარტამენტს.“. |
3.
მე-3 - მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. პაციენტის გაყვანა დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პაციენტი შესაძლებელია პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით გაყვანილ იქნეს დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად პაციენტის საექსპერტო დაწესებულებაში ყოფნის პირობები 1. საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსებულ პაციენტს შეიძლება მიეცეს უფლება: ა) ამანათის სახით მიიღოს პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთები და საშუალებები, თეთრეული, ტანსაცმელი და თამბაქო; ბ) ისარგებლოს დამცველთან/ადვოკატთან, სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლებით; გ) იმ შემთხვევაში, თუ საჭიროებს სპეციალურ დიეტურ საკვებს და საექსპერტო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულით, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით ამანათის სახით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები, რისთვისაც აუცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაცია დიეტური საკვების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მკურნალი ექიმის რეკომენდაციაში მითითებული უნდა იყოს პაციენტისათვის აუცილებელი დიეტური საკვების ჩამონათვალი. 2. საექსპერტო დაწესებულებაში პაციენტის დაცვასა და მათ მიერ მისაღები ამანათების შემოწმებას უზრუნველყოფს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს შესაბამისი განყოფილება. მუხლი 5. პაციენტის საერთო პროფილის საავადმყოფოდან სხვა საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანა 1. პაციენტის საერთო პროფილის საავადმყოფოდან სხვა საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანა ხორციელდება მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. 2. პაციენტის საერთო პროფილის საავადმყოფოდან სასამართლო-სამედიცინო ან/და სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. მუხლი 6. პაციენტის დაწესებულებაში/ სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში დაბრუნება 1. სამკურნალო დაწესებულებაში /ცენტრში გადაყვანილი პაციენტი სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის დირექტორისა და შესაბამისი მთავარი ექიმის შუამდგომლობის საფუძველზე, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით, როგორც წესი, ბრუნდება იმავე დაწესებულებაში, საიდანაც იგი იქნა გადაყვანილი. 2. სამკურნალო დაწესებულებიდან/ცენტრიდან ცენტრში/სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტის დაბრუნების შემთხვევაში ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი. 3. საერთო პროფილის საავადმყოფოდან პაციენტის დაწესებულებაში/სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. 4. საჭიროების შემთხვევებში, საერთო პროფილის საავადმყოფოდან დაწესებულებიდან გაყვანილი პაციენტი შეიძლება გადაყვანილ იქნეს სამკურნალო დაწესებულებაში პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე. 5. პაციენტი საერთო პროფილის საავადმყოფოდან შესაძლებელია არ იქნეს დაბრუნებული იმ დაწესებულებაში, საიდანაც იქნა გაყვანილი და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით გადაყვანილ იქნეს სხვა დაწესებულებაში, თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უსაფრთხოების ინტერესების დაცვა ან გართულებული ბადრაგირება არ იძლევა მის იმავე დაწესებულებაში დაბრუნების შესაძლებლობას. 6. ჯანმრთლობის მდგომარეობის გამო საერთო პროფილის საავადმყოფოდან პაციენტის სხვა დაწესებულებაში დაბრუნებისას აუცილებელია სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობა, უსაფრთხოების მიზნით სხვა დაწესებულებაში დაბრუნებისას იმ დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობა, საიდანაც გაყვანილ იქნა პაციენტი, ხოლო ბადრაგირების გართულების გამო – პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს უფროსის შუამდგომლობა. მუხლი 7. პაციენტის გადაადგილება, ბადრაგირება და დაცვა პაციენტის ბადრაგირებას და დაცვას უზრუნველყოფს პენიტენციური დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები