დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის № 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.167.016215 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №25 დადგენილებაში. |
| მუხლი 2 |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში (შემდგომში – დებულება) განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე- 3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი: ,, მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა ზედამხედველობის განხორციელება: ე) მუნიციპალური ნარჩენების მართვაზე; “. 2. დებულების მე- 3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი: ,, მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 2. სამსახურის ფუნქციებია: კ) საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;“. 3. დებულების მე- 3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ 1 “ ქვეპუნქტი: ,, მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 4. სამსახური ვალდებულია: ზ1) ,,საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, დაამყაროს კონტროლი და ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები