დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016214 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/07/2015 - 27/04/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლისა და 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა და, შესაბამისად, არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, 2016 წლის 15 იანვრამდე.
2. განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა
|
შენიშვნა: დადგენილების პირველი პუნქტი არ გავრცელდება დანართი №1-ით განსაზღვრულ სოფლებზე გამავალ ხელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე (ცენტრალურ მაგისტრალებზე). |
დანართი №2
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები